ბარსელონა მესამე ბერკეტსაც გააქტიურებს
როგორც აქამდე იყო ცნობილი, "ბარსელონა" მეორე ბერკეტს ამ კვირაში გააქტიურებს და აშშ-ში მდებარე Sixth Street-ს სატელევიზიო უფლებების დარჩენილ 15%-ს მიჰყიდის.
დიდი ალბათობით, კონტრაქტი ოთხშაბათს გაფორმდება და ზემოხსენებული საინვესტიციო კომპანია "ბლაუგრანას" სატელევიზიო უფლებების 25 წლით შესყიდვის სანაცვლოდ 320-330 მილიონს გადაუხდის.
გარდა ამისა, Sport-ის ინფორმაციით, "ბარსა" მესამე ბერკეტის გააქტიურებაზეც მუშაობს და გეგმავს, Barça Studios-ის 49% დაახლოებით 200 მილიონი ევროდ გაასხვისოს.
ეს ყველაფერი "ბარსელონას" საშუალებას მისცემს, ახალწვეულები მარტივად დაარეგისტრიროს და ტრანსფერები კიდევ განახორციელოს. კლუბის მომდევნო მთავარი სამიზნე ჟიულ კუნდეა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]