ანდრეას კრისტენსენი: ხვალ ჩემი კარიერის ახალი ეტაპი იწყება
"ინტერ მაიამისთან" გასამართი მატჩის წინ, "ბარსელონას" ახალწვეული, ანდრეას კრისტენსენი პრესკონფერენციას მართავს:
ხვალ ჩემი კარიერის ახალი ეტაპი იწყება. აღფრთოვანებული ვარ. "ბარსა" გაძლიერდა და ეს სეზონის დაწყების საუკეთესო გზაა.
გუნდში თავი ყველამ ძალიან კომფორტულად მაგრძნობინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესში ვარ, ეს კვირა სასიამოვნო იყო. ბევრი რამ ვისწავლე და ახლა, დროა, დინამიკას მოვერგო.
ლევანდოვსკის გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც ძალიან გვჭირდებოდა.
დღეს ჩვენი ვარჯიშის სანახავად 10 000 ადამიანი მოვიდა. აშშ-ში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ყოველთვის ვისიამოვნე.
კრისტიან პულიშიჩმა მითხრა, რომ ამერიკაში ფეხბურთი ვითარდება. ეს შესანიშნავია.
აქ იმაზე მეტად ცხელა, ვიდრე ველოდი. ტენიანობა ძალიან განსხვავებულია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]