ბარსელონას სასტარტო შემადგენლობა ინტერ მაიამის წინააღმდეგ
სულ ცოტა ხანში "ბარსელონა" ამერიკული ტურნეს პირველ შეხვედრას გამართავს და მაიამის "ინტერს" დაუპირისპირდება.
"ბარსას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი აშშ-ში ჯერ კიდევ არ იმყოფება, ამიტომაც, დღეს გუნდს მისი ძმა ოსკარ ერნანდესი უხელმძღვანელებს.
კატალონიელთა სასტარტო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ტერ შტეგენი;
მცველები: დესტი, კრისტენსენი, ერიკ გარსია, ბალდე;
ნახევარმცველები: კესიე, ნიკო, პედრი;
შემტევები: რაფინია, ობამეიანგი, ფატი.
სათადარიგოთა სკამზე არიან: ი. პენია, არნაუ ტენასი, არაუხო, ბუსკეტსი, დემბელე, დეპაი, ალბა, ს. რობერტო, ფ. დე იონგი, კოლიადო, პ. ტორე, ეზ აბდე, კასადო, გავი.
კესიესგან განსხვავებით, ეს რაფინია და კრისტენსენისთვის სადებიუტო მატჩია.
დღეს გუნდს ლევანდოვსკი და პიანიჩი ვერ დაეხმარებიან - პოლონელი ჯერ მზად არაა, ბოსნიელი კი ევროპაში დაბრუნდა, რათა მეორე შვილის დაბადებას დაესწროს. ასევე, ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდნენ პიკე და ფერან ტორესი.
შეხვედრა სტარტს 04:00 საათზე აიღებს, მისი საყურებელი ლინკების ნახვა კი Livetv.ge-ზე შეგიძლიათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]