ბარსელონა სერხიო რეგილონის ვარიანტსაც განიხილავს
"ჩელსის" მოთხოვნების გამო, "ბარსელონაში" მარკოს ალონსოს ტრანსფერი რთულდება - "ბარსას" იმ თანხის გადახდა არ სურს, რასაც ინგლისური კლუბი ითხოვს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ალონსოს ერთ-ერთი ალტერნატივა, "ტოტენჰემის" მარცხენა მცველი, სერხიო რეგილონია, რომელიც ძვირი არ ღირს. ესპანელი ფებურთელი, რომლის აგენტიც კია ჟორაბჩიანია (ის გუშინ მატეუ ალემისა და ჟორდი კრუიფს შეხვდა), "ბლაუგრანას" იჯარით შესთავაზეს.
წყაროს ცნობით, ჩავი ერნანდესს ხავი გალანიც მოსწონს, მაგრამ ტრანსფერს "სელტას" მიერ მოთხოვნილი ფასი ართულებს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ გუშინ "ბარსელონას" კაიო ენრიკეც დაუკავშირეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]