ობამეიანგი: როცა ლევანდოვსკის ტრანსფერი გაოფიციალურდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი
"ბარსელონას" თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი რამდენიმე საკითხზე საუბრობს.
"რეალის" წინააღმდეგ თამაშისას განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება. მათთან თამაში ყოველთვის დამატებითი მოტივაციაა.
როცა ლევანდოვსკის ტრანსფერი გაოფიციალურდა, ძალიან ბედნიერი და მოხარული ვიყავი. მას კარგად ვიცნობ, რადგან "დორტმუნდში" ერთად ვთამაშობდით და კარგი მოგონებები გვაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, ახლა კიდევ უფრო კარგად ვითამაშებთ.
მიხარია, რომ ამ დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად "ბარსა" ტიტულებისთვის კვლავ იბრძოლებს. ძალიან მოტივირებულნი ვართ.
დემბელეს ტექნიკა საოცარია. ყოველთვის, როცა მასთან ვთამაშობ, დიდ სიამოვნებას ვიღებ. უსმანი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. ბედნიერი ვარ, რომ მან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ჩავი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ახლა კი მწვრთნელის რანგშიც შესანიშნავი ხედვები აქვს. მას სურს, ბურთი ყოველთვის ჩვენ გვქონდეს და წინ ვიყუროთ.
- ციტირებს გაბონელის სიტყვებს ESPN.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]