ჟოან ლაპორტა: კლუბის ეკონომიკირი მდგომარეობა გაუმჯობესდა

ჟოან ლაპორტა: კლუბის ეკონომიკირი მდგომარეობა გაუმჯობესდა

“ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა სუპერ ლიგასა და კლუბის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ESPN-სთან საუბრობს: 

“სუპერ ლიგა? ამ საკითხთან დაკავშირებით მშვიდი მიდგომა გვაქვს. ახლა არ გვინდა, რომ ვინმე გავაღიზიანოთ. ევროპის ინსტიტუტებთან დიალოგს ვაწარმოებთ როგორც სპორტული, ისე პოლიტიკური კუთხით და გვინდა, რომ სუპერ ლიგა მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ჩემპიონატი გახდეს. მთავარია, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ - ასეც ვიზამთ, რადგან კანონი ჩვენ მხარესაა. 

განხილვისათვის მზად ვართ და ვიცით, რომ ჩვენი ჩემპიონატის გუნდებს ძალაუფლება ექნებათ, რითაც გადაწტვეტილებებს თავად მიიღებენ. 

“ბარსას” ეკონომიკური მდგომარეობა? საქმეები კარგად მიდის. დაახლოებით, ერთ თვეში €650 მილიონი გამოვიმუშავეთ. 

საბოლოო ჯამში, სატელევიზიო უფლებების 25% გავყიდეთ, რამაც შემოსავალი გაზარდა. კლუბი ნელ-ნელა სწორ გზაზე დგება. ფინანსურად უკეთეს სიტუაციაში ვართ. აღებული ვალიდან €100 მილიონის დაფარვა უკვე შევძელით”, - ამბობს ლაპორტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 25 ივლისი 2022 17:19
    5
    სანამ სუპერლიგაში ითამაშებ იქნება ის ძველი დრო დააბრუნო რეალი რო მუდმივად 2-3 ადგილზე გადიოდა და ბერნაბეუზე ჩვენი ჩასვლა მუხლებს უკანკალებდათ ხოლმე რეალის ფეხბურთელებს.
    Culé [?]
    #6 25 ივლისი 2022 17:09
    1
    ჩემი აზრით სუპერლიგა ცუდი არ იქნება უეფას მაფიოზებს დააღწევენ თავს და იმ ფულს რასაც გუნდი გამოიმუშავებს თვითონვე განკარგავს და არა ისე როგორ კაპიკებსაც უეფა მიუგდებს ხოლმე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 ივლისი 2022 16:47
    3
    შეიხების სამყაროს რო თავი დავაღწიოთ აუცილებელია სუპერ ლიგა თორე აგერ ჰალანდის და მბაპეს კალიბრის იგროკებს ბარსა ვეღარ წვდება უკვე
    Culé [?]
    #4 25 ივლისი 2022 16:33
    3
    სუპერ ლიგა დაახლოვებით იგივეა , რაც 6 ერი რაგბში . ცაიკეტება მონაწილე კლუბების რაოდენობა და იქნება ჩვეულებრივი ჩემპიონატი და მეორე ეშელონის გუნდები , როგორც ჩვენ ვაბრახუნებთ 6 ერის კარებზე , მასე მოუწევს ფეხბურთშიც მერე . ასე ფეხბურთი არ განვითარდება , არა მგონია კრუიფისა და იმ ნოვატორების მიზანი ეს ყოფილიყო , ფეხბურთი ყველას თანავრად ეკუთვნის , თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ფურცელზეა ეგ ყველაფერი იდეალურად , ისევე როგორც სამყაროს მოწყობა .
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #3 25 ივლისი 2022 15:01
    0
    ციტატა: Robert lewandovski
    ციტატა: EL MAESTRO 6
    ყველანაირად მაგარი პრეზიდენტია ლაპორტა ოღონდ იმედია ეს სუპერ ლიგა არ შედგება რამდენი წელია ფეხბურთს ვუყურებ დაისეთი მომწონს როგორიც არის, ხარვეზებისდა მიუხედავად ასე რომ არ მივესალმები მაგ პროექტს და იმედია არც არასდროს შედგება

    ნუ რაღაც ახალი ყოველთვის არის კარგი, მარა ფორმატი საშინელებაა, ჩაკეტილია თან დაბალი დონის გუნდებისთვის და ეგ ყველაზე ცუდია, თან რა კრეტერიუმებით არიან გუნდები ეგეც არ ვიცი, მოკლედ სისულელე და უაზრობა მგონია მე პირადად.

    100% რაღაც კრიტერიუმებით ჩაყრიან გუნდებს და მერე დანარჩენი საშუალო და დაბალი დონოს გუნდები დაიჩაგრებიან, სიახლეს მივესალმები ოღონდ არა ასეთს, დაღმასვლა იქნება ფეხბურთში
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #2 25 ივლისი 2022 14:47
    5
    ყველანაირად მაგარი პრეზიდენტია ლაპორტა ოღონდ იმედია ეს სუპერ ლიგა არ შედგება რამდენი წელია ფეხბურთს ვუყურებ დაისეთი მომწონს როგორიც არის, ხარვეზებისდა მიუხედავად ასე რომ არ მივესალმები მაგ პროექტს და იმედია არც არასდროს შედგება
    Culé [?]
    #1 25 ივლისი 2022 14:43
    0
    ელ მაფიოზო😃