ფაბრიციო რომანო: კუნდესთვის ბრძოლაში ფავორიტი ბარსელონაა
ჟიულ კუნდესთვის ბრძოლაში ფავორიტი "ბარსელონაა" - ამ ინფორმაციას ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
რომანო, მისი კოლეგა ჟერარ რომეროსგან განსხვავებით თავშეკავებულია. რომერო ირწმუნება, რომ კუნდეს "ბარსელონაში" ტრანსფერი გადაწყვეტილია და შესაძლოა, დღესვე გაოფიციალურდეს. რომანო კი აცხადებს, რომ ფრანგი მცველისთვის ბრძოლაში ფავორიტის სტატუსი "ჩელსისგან" "ბარსამ" გადაიბარა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით "ჩელსი" და "სევილია" ფეხბურთელის სატრანსფერო ფასზე ჯერ კიდევ გასულ ხუთშაბათს შეთანხმდნენ, თუმცა ლონდონურ კლუბს არც "სევილიასგან" და არც ფეხბურთელისგან საბოლოო დასტური არ მიუღია. ამასობაში ბრძოლაში წარმატებით დაბრუნდა "ბარსელონა", "ჩელსის" კი მოთმინება ეწურება და ლონდონელები კუნდეს ალტერნატივებზე ფიქრს იწყებენ.
ფაბრიციო რომანო ასევე ადასტურებს, რომ "ბარსელონაში" ტრანსფერთან დაკავშირებით ოპტიმიზმი შეიმჩნევა, თავად კუნდეს პრიორიტეტი კი სწორედ "ბარსაში" თამაშია.
იმავე წყაროს ცნობით "ბარსელონა" არ აპირებს, "სევილიას" იმდენი შესთავაზოს, რამდენსაც "ჩელსი" სთავაზობს - 65 მილიონი ევრო, მაგრამ კატალონიელები მზად არიან, თანხა განსხვავებული გეგმით გადაიხადონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]