ჩავი ერნანდესი - ჟიულ კუნდეს დიდი ქომაგი
ცოტა ხნის წინ "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჟიულ კუნდე კატალონიურ გრანდში ითამაშებს.
კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი ფრანგი მცველის უდიდესი გულშემატკივარია - მას კუნდეს ფიზიკური კონდიციები, დონე და გამბედაობა ძალიან მოსწონს და ფიქრობს, რომ ეს გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.
ჩავი ჟიულს ხედავს როგორც მცველს, რომელსაც წინ წასვლის არ ეშინია, შემტევი ფეხბურთი კი სწორედ კატალონიელი სპეციალისტის სტილია. ამასთან, წყარო იტყობინება, რომ "ბარსელონა" კუნდეს ოცნების კლუბია.
საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" ფლანგის მცველების შეძენა სურს და ფრენკი დე იონგის გაშვების შემთხვევაში უარს არც ბერნარდუ სილვაზე იტყვის, ჩავიმ მიიღო გუნდი, რომელსაც ითხოვდა, ახლა კი ყველაფერი თავის ხელშია - ერნანდესს ტიტულებს მოსთხოვენ და ზეწოლა წამოვა, მაგრამ მას ეს ზეწოლა ნამდვილად არ აშინებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]