ბარსელონა Barça Studios-ის დარჩენილი 24.5%-ის გაყიდვასთან ახლოსაა
იმის გამო, რომ ლა ლიგა კაპიტალურ შემოსავლებს არ ითვალისწინებს, "ბარსელონას" ახალწვეულების დასარეგისტრირებლად პირველი 3 ბერკეტის გააქტიურება არ ყოფნის.
Relevo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი Barça Studios-ის დარჩენილი 24.5%-ის TPG Luma Partners-ისთვის €100 მილიონად მიყიდვასთან ახლოსაა, თუმცა, ამ ნაწილის შეძენით კიდევ 2 კომპანია ინტერესდება. "ბარსამ" მისი პირველი 24.5% ამავე თანხის (€100 მლნ.) სანაცვლოდ კომპანია Socios.com-ს დაუთმო.
ამ ოპერაციის განხორციელების შემდეგ კლუბს ფეხბურთელების დარეგისტრირებაში პრობლემები არ შეექმნება. გარდა ამისა, "ბარსელონა" სახელფასო ფონდის შემცირებაზეც იმუშავებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]