არბელოა: ”მოხარული ვარ, რომ ბუსკეტსი ფინალში თამაშს შეძლებს”

არბელოა: ”მოხარული ვარ, რომ ბუსკეტსი ფინალში თამაშს შეძლებს”

”რეალის” მცველმა, ალვარო არბელოამ განაცხადა, რომ ატმოსფერო, რომელიც სუფევდა 2011 წელს ოთხი ”კლასიკოს” დროს ”თეთრებსა” და ”ბარსელონას” შორის, არ იმოქმედებს ესპანეთის ნაკრებზე.

ჩვენ კარგი დამოკიდებულება გვაქვს ”ბარსელონას” ფეხბურთელებთან. ჩვენ ყველანი ზრდასრული ადამიანები ვართ და არ ვაპირებთ, რომ კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, რაც წარსულს ჩაბარდა. ყველა პრობლემა გადაწყვეტილია, ასე რომ, არაფერი შეგვიშლის ხელს, ვიმუშაოთ ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით. ნაკრებში კარგი ატმოსფერო იქნება.

რაც შეეხება ”უეფას” გადაწყვეტილებას ბუსკეტსთან დაკავშირებით, ამაზე მე კომენტარს არ უნდა ვაკეთებდე. მაგრამ აღვნიშნავ, რომ მოხარული ვარ, რომ მას შესაძლებლობა ექნება ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის.

ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ მოიგებს ფინალს. თუ გადამწყვეტ მატჩში არ თამაშობს ”რეალი”, ტურნირის მიმართ ინტერესი მეკარგება.”- ციტირებს არბელოას სიტყვებს ”მარკა”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.