”ვალენსია” კრკიჩით ინტერესდება
ესპანური გამოცემა Sport.es იუწყება, რომ ”ვალენსია” დაინტერესებულია კატალონიის ”ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელით - ბოიან კრკიჩით.
”ღამურების” წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ”ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობას კრკიჩის შესაძლო შესყიდვასთან დაკავშირებით. ვალენსიელების მხრიდან დასახელდა სატრანსფერო თანხაც, მაგრამ საქმე ისაა, რომ კატალონიელები ამ მომენტში მზად არ არიან აღნიშნული საკითხზე მოლაპარაკებების წარმოებისთვის. ”ბარსელონა”მთლიანად კონცენტრირებულია ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხევდრაზე ”მანჩესტერ იუნაიტედთან”, რომელიც ლონდონში, 28 მაისს, ”უემბლის” სტადიონზე გაიმართება.
გამორიცხული არაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ეიფორიის დასრულების შემდეგ ”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ განიხილოს წინადადება, რომელიც მათ ”ვალენსიამ” გაუკეთა.
აღსანიშნავია, რომ ბოიან კრკიჩი ”ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]