4 უკანონო კონტრაქტი, რომელიც ბარსელონას 311 მილიონი ევრო უჯდება
"ბარსელონაში" ჟოზეპ მარია ბართომეუს დანატოვარ კიდევ ერთ ნაღმს მიაგნეს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" ფრენკი დე იონგის კონტრაქტში დანაშაულის ნიშნები აღმოაჩინა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ იგივე ბედი ეწეოდა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის, ჟერარ პიკესა და კლემან ლანგლეს კონტრაქტებსაც და ასეც მოხდა.
SER-ის ჟურნალისტის, ადრია ალბეტსის ცნობით, "ბარსელონას" აქვს აშკარად მტკიცებულებები, რომ 2020 წლის 20 ოქტომბერს მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან, ფრენკი დე იონგთან, ჟერარ პიკესთან და კლემან ლანგლესთან გაფორმებული კონტრაქტები კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. იმ წელს, პანდემიის პირობებში, "ბარსელონამ" ამ ოთხეულთან ახალი კონტრაქტების გაფორმებით 16-18 მილიონი ევროს ეკონომია გააკეთა, მაგრამ საბოლოო ჯამში "ბარსას" ეს გარიგება 311!!! მილიონი ევრო უჯდება, დიახ, სამას თერთმეტი მილიონი.
"ბარსელონა" მუშაობს იმაზე, რომ 2020 წლის ოქტომბერში გაფორმებული კონტრაქტები გაუქმდეს და მანამდე მოქმედი ხელშეკრულებები გააქტიურდეს. ჯერჯერობით მხოლოდ პიკეა თანახმა, ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]