”ბარსელონას” ევრას შეძენა 6,000 ევროდ შეეძლო
ინგლისის ”მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი, პატრის ევრა შესაძლებელია თავის დროზე კატალონიის ”ბარსელონას” ფეხბურთელი გამხდარიყო, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.
საქმე ისაა, რომ, როდესაც ევრა ფრანგულ ”ნიცას” შემადგენლობაში გამოდიოდა, მას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა გუნდის იმდროინდელ მთავარ მწვრთნელთან. ”ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობას ამცნეს, რომ მათ ევრას შეძენა ექვსი ათას ევროდ შეეძლოთ. თუმცა, 2002 წელს კატალონიურ კლუბში საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო, რის გამოც აღნიშნული ტრანსფერი არ შედგა. ამ მდგომარეობით ისარგებლა ”მონაკომ” და ფეხბურთელი თავის რიგებში გააწევრიანა. პატრის ევრა ”მონაკოს” შემადგენლობაში 2006 წლამდე გამოდიოდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]