რობერტ ლევანდოვსკი: დარწმუნებული ვარ, მამაჩემი ამაყობს

რობერტ ლევანდოვსკი: დარწმუნებული ვარ, მამაჩემი ამაყობს

"ბარსელონას" ახალი ვარსკვლავი, რობერტ ლევანდოვსკი საინტერესო საკითხებზე საუბრობს:

მამაჩემი ბედნიერი და ამაყი იქნებოდა. როცა პატარა ვიყავი, ის მეუბნებოდა, რომ ერთ დღესაც უმაღლეს დონეზე ვითამაშებდი. ამან დიდი მოტივაცია და ოცნებების ახდენის იმედი მომცა.

ის ძალიან მენატრება და სამწუხაროა, რომ ჩემი წარმატება ვერც "დორტმუნდში" ნახა, ვერც "ბაიერნში" და ვერც "ბარსელონაში". მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მამა ახლა ყველაზე წინ ზის და სიამაყით მიყურებს.

პეპ გვარდიოლასთან მუშაობა "ბარსაში" სათამაშოდ კარგი მოსამზადებელი ეტაპი იყო. ჩავი პეპს ძალიან ჰგავს - ისინი ფეხბურთს ერთი გზით ხედავენ.

ამჟამად კასტელდეფელსში ვცხოვრობ. ჯერჯერობით, მხოლოდ სავარჯიშო ცენტრიდან სტადიონამდე მისასვლელი გზა ვიცი.

მხოლოდ საკუთარ თავზე და გუნდზე ვფიქრობ და არა - სხვებზე. რა თქმა უნდა, "ელ კლასიკოსნაირ" მატჩებსა და ბენზემასთან დაპირისპირებას ყოველთვის ელი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი "ბარსელონასთან" ერთად ტიტულის მოგებაა, სხვა ყველაფერი კი - მეორეხარისხოვანი.

"ოქროს ბურთი"? მე გუნდის წარმატებები მამოძრავებს. ინდივიდუალური ჯილდოები კარგი დანამატია, მაგრამ ესპანეთში ამის გამო არ გადმოვსულვარ. ბევრი რამ, რაც დაიწერა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

ჩემი პრეზენტაცია გასაოცარი იყო. ამდენ ქომაგს არ ველოდი. არ აქვს მნიშვნელობა, სტადიონზე იმაზე მეტი ფანი იყო თუ არა, ვიდრე - რონალდინიოს ან იბრაჰიმოვიჩის წარდგენაზე. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთი რამ გამოვცადე.

ეს ჩემთვის ახალი გრძნობაა - ცვლილება, ახალ ქვეყანაში გადასვლა და ახალ კლუბში თამაში მჭირდებოდა. ისეთი გრძნობა მაქვს, როგორიც ბავშვს, რომელსაც ახალი სათამაშო უყიდეს.

მიუნხენში გულშემატკივრები "ჰალა მადრიდს" ყვიროდნენ? ეს გავიგე და გავიცინე. სამაგიეროდ, ზოგი მათგანი ჩემს სახელს სკანდირებდა, რაც შესანიშნავი იყო. ისეთი ფანებიც ვნახე, რომლებმაც ჩემი გადაწყვეტილება გაიგეს და წარმატებები მისურვეს.

მუსიალა? ის "ბაიერნისთვის" ისეთივეა, როგორიც ჩვენთვის გავი, პედრი და ანსუ. გასაოცარია, თუ პროგრესი როგორი სწრაფი ტემპით განიცადა.

მომენატრება თუ არა "ბაიერნი"? ძალიან. კლუბი, ფანები და, რა თქმა უნდა, ქალაქი, ყველაფერზე მეტად კი - გასახდელი ოთახის ატმოსფერო... თუმცა, გამოწვევები მსურს და ახალი ეტაპის დაწყების დრო იყო.

ყოფილ აგენტთან "რეალში" გადასვლის შესახებ საუბარი? მასთან 5 წელია, კონტაქტი არ მქონია და ამ დროში ფიქრები და სურვილები ყველას ეცვლება.

თავდაპირველად, "რეალთან" საუბრები იყო, მაგრამ სერიოზული არაფერი. ლა ლიგაში თამაში ყოველთვის მინდოდა. როცა "ბარსა" დამიკავშირდა, სხვა ვარიანტებზე არ მიფიქრია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 10 აგვისტო 2022 12:32
    0
    ობოლი ყოფილა, ჰოდა ახლა ისე ითამაშე რო იქაც გაიგოს. მითუმეტეს პირველ რიგში მჯდარა.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #6 9 აგვისტო 2022 22:03
    0
    ციტატა: njanka1977
    ნუ იგონებთ ამ სისულლე სახელებს:- ლევანა, ვალიკო, ბართუშა და ა.შ. ვითომ თქვენი უბნელი ,,გიუშა" იყოს 😏

    თუ მინდა ლევანას დავუძახებ და თუ მინდა ჯუმბერის, რა პრობლემაა ვერ ვხვდები
    Ko Ke
    სტუმარი [?]
    #5 9 აგვისტო 2022 21:53
    1
    ციტატა: njanka1977
    ნუ იგონებთ ამ სისულლე სახელებს:- ლევანა, ვალიკო, ბართუშა და ა.შ. ვითომ თქვენი უბნელი ,,გიუშა" იყოს 😏

    Კაი ნჯანკა❤️

    Ლევანდოვსკი მართლაც მაგარი დანამატია და ეტყობა რომ ფულის გამო არ გადმოსულა❤️წლებია ასეთი ფორვარდი არ გვყოლია და იმედია იმედებს არ გაგვიცრუებს
    Culé [?]
    #4 9 აგვისტო 2022 21:29
    2
    ნუ იგონებთ ამ სისულლე სახელებს:- ლევანა, ვალიკო, ბართუშა და ა.შ. ვითომ თქვენი უბნელი ,,გიუშა" იყოს 😏
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #3 9 აგვისტო 2022 17:58
    5
    მონდომებულია ლევანა და მინიმუმ 2 ან 3 სეზონი გოლების მანქანა იქნება, ფიზიკურადაც ხოდზეა
    Culé [?]
    #2 9 აგვისტო 2022 17:57
    6
    ბენზემას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა ლევანას სახით. მორატა ან ჟერარდ მორენო არ ეგონოს, მთავარი ფავორიტია ლევანა პიჩიჩის უკვე. ბენზემა უდავოდ უკეთესია სხვა კომპონენტებში მარა გოლებში ლევანდოვსკის ვერ აჯობებს.
    Davita
    სტუმარი [?]
    #1 9 აგვისტო 2022 17:04
    8
    აბა შენიცი კევანა ბევრი გოლი გაიტანე და კულეებიც ვიამაყებთ შენით, ასემც გიქნია სუას აჯობო