28 მაისის შემდეგ ”ბარსელონა” მადრიდის ”რეალს” მიხედავს

28 მაისის შემდეგ ”ბარსელონა” მადრიდის ”რეალს” მიხედავს

როგორც გავლენიანი ესპანური პორტალი Sport.es იუწყება, კატალონიის ”ბარსელონა” მადრიდის ”რეალის” საჩივრებს და პროვოკაციულ განცხადებებს 28 მაისის შემდეგ მიუბრუნდება. ამ მომენტში ”ლურჯ-ბროწეულისფერები” სრულად არიან კონცენტრირებულნი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რომელიც 28 მაისს, ლონდონის ”უემბლის” სტადიონზე გაიმართება.

მოგეხსენებათ, 2011 წელს მადრიდის ”რეალსა” და ”ბარსელონას” შორის ურთიერთობა განსაკუთრებულად დაიძაბა. რადიოსადგურ ”კადენა კოპეს” ეთერში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელები ”ბლაუგრანას” ფეხბურთელებს აკრძალული პრეპარატების მოხმარებაში სდებდნენ ბრალს. მოგვიანებით ”უეფას” ექიმებმა სპეციალური შემოწმება ჩაუტარეს ”ბარსელონას” მოთამაშეებს, რის შედეგადაც მადრიდელთა ეჭვები გაქარწყლდა.

კლუბებს შორის სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარ-ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ”რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ”უეფა” კატალონიელთა მიმხრობაში დაადანაშაულა და საქმეში გაეროს ბავშვთა საქველმოქმედო ფონდი UNICEF გარია. მოგეხსენებათ, ”ბარსელონა” 2006 წლიდან ასპონსორებს ”იუნისეფს” და ყოველწლიურად 1,5 მილიონი ევროთი აფინანსებს. ოდნავ მოგვიანებით კი, ”თეთრებმა” ფეხბურთის უმაღლეს უწყებაში სარჩელი შეიტანეს და სერხიო ბუსკეტსი რასისტულ გამონათქვამებში დაადანაშაულეს.

დედაქალაქელთა არცერთი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა ”უეფას” მიერ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.