მზადება ”უემბლისთვის”

მზადება ”უემბლისთვის”

”უემბლიზე” გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პეპ გვარდიოლამ ყველა დღე საათების მიხედვით დაგეგმა.

პრიმერას ზედიზედ მესამედ მოპოვების შემდეგ გუნდს სათამაშო დარჩა სტუმრად ”მალაგასთან”, რის შემდეგაც დაიწყებს ლონდონისთვის მშვიდად მზადებას. 28 მაისს გასამართ თამაშამდე სულ ცოტა დრო რჩება და პეპ გვარდიოლამ უკვე დაგეგმა ყოველი დღე.

”დეპორტივოსთან” მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ორდღიანი დასვენება ჰქონდათ, რომელიც დღეს დასრულდება. 19 საათზე ფეხბურთელები შეიკრიბებიან სიუდად ესპორივაზე სავარჯიშოდ. 18 საათზე ერიკ აბიდალი პრესის წარმომადგენლებს შეხვდება. (საათები მოცემულია ესპანეთის დროით)

ხვალ და ზეგ ვარჯიშები 11 საათზე გაიმართება. პარასკევს გვარდიოლა მატჩისწინა პრეს-კონფერენციას გამართავს. შაბათს 9-30 საათზე გუნდი მალაგაში რეისით JKK 4815 გაფრინდება და პრიმერას 2010/11 წლის სეზონს დაასრულებს. მოსალოდნელია, რომ გუნდი ბარსელონაში იმავე დღეს, დაახლოებით 21-30 საათზე დაბრუნდება.

კვირას ფეხბურთელებს დასვენების დღე ექნებათ. ორშაბათს ვარჯიში ჩატარდება, ხოლო 18 საათიდან გაიხსნება ”open media day”, სადაც პეპ გვარდიოლა უპასუხებს ჟურნალისტების შეკითხვებს. ვარჯიშები სავარაუდოდ გაგრძელდება სამშაბათს და ოთხშაბათს.

ხუთშაბათს დილით ჩატარდება ვარჯიში, რის შემდეგაც 16 საათზე ”ბარსელონა” ლონდონში, ”Turkish airlines”-ის განსაკუთრებული თვითმფრინავით გაფრინდება. პარასკევს, 27 მაისს გვარდიოლა და 2 ფეხბურთელი პრეს-კონფერენციას გამართავს, რის შემდეგაც ”უემბლიზე” ვარჯიში გაიმართება.

შაბათს კი ფინალი გაიმართება...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.