ბარსელონაში ბერნარდუ სილვას შეძენის აღარ სჯერათ - EL Chiringuito
ხოსე ალვარესის ინფორმაციით, "ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ ბერნარდუ სილვას ტრანსფერი შესაძლებელი აღარაა, და ამჟამად ჟიულ კუნდეს რეგისტრაციაზე არიან კონცენტრირებულნი.
წყაროს ცნობით, რაც დრო გადის, პორტუგალიელი ფეხბურთელის ყიდვის შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო მცირდება - ფინანსური Fair Play-ს წესების გამო, კატალონიურ კლუბს ახლა მის შესაძენად სწორი პერიოდი ნამდვილად არ უდგას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტიმ" ბერნარდუსთან, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და მზადაა, მას ხელფასი მოუმატოს, La Porteria-ს თანახმად კი, ფეხბურთელმა "ქალაქელებს" უკვე შეატყობინა, რომ ინგლისში რჩება.
ამავე წყაროს მტკიცებით, სილვას არ სურს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე მოიცადოს, თუმცა, ის "ბარსაში" მომავალ სეზონში გადმოსვლას არ გამორიცხავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]