კვლავ დოპინგ–კონტროლი

კვლავ დოპინგ–კონტროლი

"უეფას" წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ესტუმრნენ "ბარსელონას" ფეხბურთელებს "სიუდად ესპორტივაზე" და წაიყვანეს დოპინგ–კონტროლის გასატარებლად. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

შეგახსენებთ, რომ დოპინგ–ტესტის ჩასატარებლად "ბლაუგრანას" უკვე რამდენჯერმე ეწვივნენ "უეფას" ოფიციალური წარმომადგენლები. მიზეზი დაუდგენელია, თუ რატომ აკითხავენ ასეთი ინტენსივობით კატალონიელ ფეხბურთელებს. ამჯერად მათ 10 ფეხბურთელი წაიყვანეს დოპინგ–კონტროლის გასატარებლად.

 

როგორ ჩანს, "უეფას ვამპირების" გამოჩენა ყელში ამოუვიდა "ბარსელონას" კარის დარაჯს, ვიქტორ ვალდესს. მათ დანახვაზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა ვეღარ მოითმინა და დაიყვირა: "წინა კვირაში ხომ იყავით აქ? ახლა რაღა გინდათ?"

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.