მემფის დეპაი, შესაძლოა, ბარსელონაში დარჩეს
"ბარსელონას" თავდამსხმელის, მემფის დეპაის კატალონიური გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით ბევრი იწერება, თუმცა, 28 წლის ფეხბურთელმა, შესაძლოა, კარიერა კვლავ "ბლაუგრანაში" გააგრძელოს.
ესპანელი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ნიდერლანდელი შემტევის "ბარსაში" დარჩენა გამორიცხული არაა.
Relevo-ს თუ დავუჯერებთ, დეპაის "იუვენტუსში" გადასვლა, ფაქტობრივად, უკვე გამოირიცხა. რომეროს ცნობით, ახლა მემფისს მსურველები ინგლისური პრემიერ ლიგიდან ჰყავს, მაგრამ უფრო დიდია შანსი იმისა, რომ ის "ბლაუგრანაში" დარჩეს.
ცნობისთვის, მემფის დეპაის მიმდინარე სეზონში ოფიციალურ მატჩში ჯერ არ უთამაშია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]