ურთიერთშეხვედრების ისტორია ბაიერნთან, ინტერთან და პლზენთან
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელმაც "ბარსელონა" სიკვდილის ჯგუფში მოახვედრა.
კატალონიური გუნდის მეტოქეები მიუნხენის "ბაიერნი", მილანის "ინტერი" და პლზენის "ვიქტორია" იქნებიან.
კალენდარი ცნობილი 27 აგვისტოს გახდება, მანამდე კი ამ გუნდებთან "ბარსას" ურთიერთშეხვედრების ისტორია გავიხსენოთ.
ბაიერნი
მიუნხენის "ბაიერნი" იმ იშვიათ გუნდებს შორის შედის, რომლებთანაც "ბარსელონას" უარყოფითი ბალანსი აქვს.
ამ გუნდებს შორის გამართული 13 დაპირისპირებიდან "ბარსამ" მხოლოდ 2 მოიგო, ამდენივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 9-ჯერ "ბაიერნმა" იმარჯვა. ბურთების შეფარდება - მინუს 16. ურთიერთშეხვედრებში გერმანული გუნდის უპირატესობა აშკარაა.
"ბარსელონას" "ბაიერნთან" ბოლო 4 თამაში წაგებული აქვს, მათ შორის წინა სეზონში ორივე თამაში მშრალად, ანგარიშით 0-3.
ინტერი
"ინტერთან" პირიქით, "ბარსას" დიდი უპირატესობა აქვს. იტალიურ გუნდებს შორის ყველაზე კარგი შედეგი კატალონიელებს სწორედ "ნერაძურისთან" აქვთ.
14 შეხვედრიდან "ბლაუგრან" 8 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 დათმო. ბურთების შეფარდება - პლიუს 13.
"ბარსელონამ" "ინტერთან" ბოლოს 2010 წელს წააგო, მას შემდეგ გამართული 5 თამაშიდან კი 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
პლზენი
ჯგუფის უსუსტესი წევრი აშკარად ჩეხური "პლზენია", რომელსაც ბოლო ადგილისთვის თავის არიდება ძალიან გაუჭირდება.
ამ გუნდთან "ბარსას" აქამდე 2-ჯერ უთამაშია და გასაკვირი არაა, რომ "ბლაუგრანამ" ორივე თამაში მოიგო. 2011 წელს კატალონიელებმა ჩეხეთში 4-0, ხოლო ესპანეთში 2-0 იმარჯვეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]