სუპერკომპიუტერი - ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი მხოლოდ 4% არის
ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპები დაკომპლექტებულია. ვერ ვიტყვით, რომ "ბარსელონას" გაუმართლა.
კატალონიური გუნდი სიკვდილის ჯგუფში მოხვდა "ბაიერნთან", "ინტერთან" და "პლზენთან" ერთად.
ცნობილმა სუპერკომპიუტერმა, Fivethirtyeight-მა ჩემპიონთა ლიგის პროგნოზები უკვე შეადგინა.
ტურნირის მთავარ ფავორიტად ჯგუფში "ბარსას" მეტოქე "ბაიერნი" მიიჩნევა, რომელსაც ჯგუფიდან პირველ ადგილზე გასვლის 64%-იანი, ხოლო მეორეზე გასვლის 25%-იანი შანსი აქვს. 69% არის იმის შანსი, რომ "ბაიერნმა" მეოთხედფინალში ითამაშოს, 49% ნახევარფინალში, 34% ფინალში და 21% ტურნირი მოიგოს.
ფავორიტთა შორის 18%-ით მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტია", რომელსაც "პარი სენ-ჟერმენი" (14%), "ლივერპული" (9%), "რეალი" (7%) და "ბარსელონა" (4%) მოსდევენ. ჩემპიონთა ლიგის მოგების "ბარსელონას" იდენტური შანსი აქვთ "აიაქსსა" და "ჩელსის".
სუპერკომპიუტერის აზრით 21% არის იმის შანსი, რომ "ბარსელონამ" ჯგუფი მოიგოს, ხოლო მეორე ადგილზე გასვლის შანსი 39%-ს უდრის. "ბარსას" 1/4-ფინალში გასვლის შანსები 34%-ით ფასდება, 1/2-ფინალში 18%-ით, ფინალში 9%-ით და ტურნირის მოგება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ 4-%ით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]