ვენგერი: ”ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სესკი არ წავიდეს”

ვენგერი: ”ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სესკი არ წავიდეს”

თუ ს/კ ”ბარსელონა” შეეცდება, გადმოიბიროს სესკ ფაბრეგასი, მას მოუწევს ”არსენალის” წინააღმდეგობასთან გამკლავება. ”მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ”თავგანწირვით იბრძოლებს”, რომ თავიდან აირიდოს გუნდიდან კაპიტნის წასვლა.

ვენგერი დარწმუნებულია, რომ ”ბარსა” კვლავ შეეცდება სესკის შეძენას. მან განაცხადა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რომ აღნიშნული ოპერაცია ჩაშალოს.

იმედი მაქვს, რომ ის აქ დარჩება და ბევრს ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ის დარჩეს. ყველა ასე უნდა იქცეოდეს, როდესაც გუნდში ასეთი დონის მოთამაშე ჰყავს. ყოველთვის უნდა იბრძოლო ფეხბურთელის შენარჩუნებისთვის.” - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა პრეს-კონფერენციაზე.

ვენგერმა სესკი გააფრთხილა და უთხრა, რომ მისი საქმეები აუცილებლად კარგად არ წარიმართება ”კამპ ნოუზე”. ”ვინ გაძლევს თასების მოგების გარანტიას, თუ სხვა კლუბში გადახვალ?” - დასვა შეკითხვა ვენგერმა. ”მოთამაშე, რომელიც გუნდს იცვლის ყოველთვის, როდესაც აწყდება უიღბლობას და ვერ იგებს ტიტულებს, ვერაფერს მიაღწევს. მე ვთვლი, რომ სპორტსმენის ბედნიერება მდგომარეობს კლუბის წინაშე პასუხისმგებლობასა და ისეთ დროს თავგანწირვაში, როდესაც საქმეები არც ისე კარგად მიდის, როგორც ჩვენ გვინდა.”


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.