ვილაშ-ბოაშმა გამარჯვება რობსონს, მოურინიოსა და გვარდიოლას მიუძღვნა
”პორტუს” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა ევროპა ლიგაზე გამარჯვება ბობი რობსონს, ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას მიუღძვნა.
”მინდა ეს გამარჯვება მივუძღვნა ჩემს შტაბსა და გულშემატკივრებს. და კიდევ ბობი რობსონს, პეპ გვარდიოლას, რაც შეიძლება მოულოდნელი იყოს თქვენთვის და ჟოზე მოურინიოს.
მოურინიომ მე მაზიარა პროფესიონალურ ფეხბურთს და მინდა, რომ ეს გამარჯვება მას მივუძღვნა.
და კიდევ ადამიანს, რომელიც ჩვენთან აღარ არის, მაგრამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში - სერ ბობი რობსონს. მე არ მქონდა მასთან დამშვიდობების შესაძლებლობა და ახლა მინდა, რომ ეს გამარჯვება მივუღძვნა მას და მის მეუღლეს, ესლის და მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.
და კიდევ მინდა, რომ გამარჯვება პეპ გვარდიოლას მივუძღვნა. ის არის ჩემი შთაგონების წყარო თავისი მეთოდოლოგიითა და გუნდის თამაშის ფანატიკური სტილით. ის ბრწყინვალე მწვრთნელია, იმიტომ, რომ პატივს სცემს თამაშს.
ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს - ჩვენ უკეთესად თამაში შეგვეძლო.”
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]