აბდე ეზალზული ვალიადოლიდში გადასვლასთან ახლოსაა
"ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევი აბდე ეზალზული კატალონიური გუნდის დღევანდელ მეტოქეში, "ვალიადოლიდში" გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას Relevo-ზე დაყრდნობით Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით "ბარსელონაში" 20 წლის მაროკოელის ეიმედებათ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ კარიერის ამ ეტაპზე მას სათამაშო დრო სჭირდება, რასაც ის "ბლაუგრანაში" ვერ მიიღებს. გადაწყდა, რომ 2024 წლამდე მოქმედ კონტრაქტს აბდე 2 წლით გაახანგრძლივებს და სათამაშო დროის მისაღებად იჯარით სხვა გუნდში წავა. ამ გუნდად კი "ვალიადოლიდი" შეირჩა.
არაა გამორიცხული, მხარეებმა ტრანსფერი უახლოეს საათებში დაადასტურონ.
აბდე ეზალზული "ბარსა ბ-ში" ერთი წლის წინ გადავიდა. გასულ სეზონში "ბარსას" პირველ გუნდში არსებული სერიოზული საკადრო პრობლემების გამო მას თავის გამოჩენის შანსი 10-ჯერ მიეცა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]