აგუერო თუ ფორლანი?

აგუერო თუ ფორლანი?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდები შეეცდებიან შემადგენლობა გააძლიერონ მომავალი სეზონისთვის. ყოველ შემთხვევაში, ”ბარსელონას” პრინციპული მეტოქე, მადრიდის ”რეალი” უკვე ზრუნავს აღნიშნულზე. დედაქალაქებმა ორი ფეხბურთელი შეიძინეს. ესენი არიან ჰამიტ ალტინტოპი (მიუხენის ”ბაიერნი”) და ნური შაჰინი.

რაც შეეხება ”ბარსას”, ამჟამად კატალონიელთა ყურადღება 28 მაისის ფინალისკენაა მიმართული. მიუხედავად ამისა, უამრავი ფეხბურთელის სახელი ტრიალებს ”ბლაუგრანას” გარშემო:

 

- როსის ტრანსფერი იკვეთება

სახელები და ციფრები მიახლოვებით სახელდება, როდესაც საქმე ეხება ”ვილიარეალის” თავდამსხმელს - როსის. ბოლო ინფორმაციის თანახმად როსის ტრანსფერის ორი ვარიანტი არსებობს - კატალონიელებმა გადაიხადონ მასში 35 მილიონი ევრო, ან 20 მილიონი ევროსა და ბოიანის სანაცვლოდ გადმოიბირონ ახალგაზრდა ფორვარდი.

 

- იერიში ”ატლეტიკოზე”

”მუნდო დეპორტივო” იუწყება, რომ ”ბარსელონა” ”ატლეტიკოს” თავდამსხმელების გადმობირებას შეეცდება. საქმე ეხებათ კუნ აგუეროსა და დიეგო ფორლანს. ჯერ-ჯერობით სატრანსფერო თანხები არ დასახელებულა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში აღნიშნული შეთანხმება ძალიან საინტერესო იქნება.

 

- ახალი წინადადება სესკისთვის?

სესკის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორები უკვე მომაბეზრებელი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ხმამაღლა აღარ საუბრობს ამ თემაზე, სანდრო როსელი სცენის მიღმა საკმაოდ აქტიურია. ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ, ის ”არსენალის” ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს. სატრანსფერო თანხა 45-50 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.