ჟიულ კუნდე: ბარსელონაში ტიტულების მოსაგებად გადმოვედი

ჟიულ კუნდე: ბარსელონაში ტიტულების მოსაგებად გადმოვედი

"ბარსელონაში" ოფიციალური დებიუტისა და "ვალიადოლიდთან" 4-0 მოგების შემდეგ, ჟიულ კუნდე ჟურნალისტებთან საუბრობს:

მიუხედავად იმისა, რომ საკმაო ხანია, მოედანზე დიდი დრო არ გამიტარებია, თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა, საუკეთესო ფორმა ჯერ კიდევ დასაბრუნებელი მაქვს.

მოგებითა და ჩემი თამაშით ბედნიერი ვარ. პოზიტიური გრძნობები მაქვს. სავსე "კამპ ნოუზე" მშრალად მოგებული მატჩი მნიშვნელოვანია.

"ბარსაში" ტიტულების მოსაგებად და პროგრესის მისაღწევად გადმოვედი.

ლევანდოვსკი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ბედნიერები ვართ, რომ ის გვყავს. ყველამ ვიცით, რობერტს რაც შეუძლია - პოლონელი ტოპ ფეხბურთელია.

მირჩევნია, ცენტრალური მცველი ვიყო, მაგრამ მარჯვენა მცველად თამაშიც მომწონს. გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გავიღებ. 

დღეს კუნდემ თამაში მარჯვენა მცველად დაიწყო, თუმცა, რონალდ არაუხოს გასვლისა და მოედანზე სერჟი რობერტოს გამოსვლის შემდეგ, ფრანგმა ცენტრში შეიწია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 29 აგვისტო 2022 16:24
    0
    ალბათ იმიტომაც გამოიყვანა ჩავიმ რობერტო რო ეს ცენტრშიც გამოეცადა. ამან გაამართლა ნამდვილად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 29 აგვისტო 2022 10:48
    1
    ციტატა: Bakero
    ციტატა: basa7
    ციტატა: Bakero
    პირველივე თამაშში დაამტკიცა თავის კლასი კარის ხაზიდან უმაგრესი ბურთი გამოიტანა თან ამბობს ჯერ საუკეთესო ფორმა დასაბრუნებელი მაქვსო .....ორი ტოპ კლასის ტრანსფერი ლევანდოვსკი & კუნდე

    მაგიტომაც ვიკლავდი თავს ამის ყიდვაზე მესამე წელია უკვე. ხალხი აქ რო დე ლიხტს გაიძახოდა მე კუნდეს გავყვიროდი და გიჟი ვეგონე მგონი ყველას:))))))))))))))

    ტოპ კლასია ულაპარაკოდ ! ჯერ მარტო მინდორზე ამის გადაადგილების ყურება რად ღირს აი მანდ ეტყობა რომ უმაღლესი დონეა ! დანარჩენზე რომ აღარაფერი ვთქვათ ......დღეს პირველად გარსია მომეწონა დაცვაში ! მთელი თამაში ეტყობა ბალდეს მაღლა აწეული თამაში დაავალა და გარსია ძალიან კარგად აზღვევდა ერთ მომენტში (პირველ ტაიმში დემბელემაც კი დააზღვია ბალდე) მოკლედ ჩავი ნელ ნელა ამათ მოამატებინებს თან პა ხოდუ გასკდა ყვირილით :))) (ჩავი) პირველ ტაიმში მაესტრო კარგი იყო ....კიდევ უფრო შევთამაშდებით დრო გვინდა დრო !

    პლიუს ტერ შტეგენი ორჯერ უფრო მშვიდაა თუ აკვირდებით. იგრძნო რომ მარტო არაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 29 აგვისტო 2022 03:00
    6
    რაღაც ძალიან მებრძოლი და ჟილკიანი ტიპია, თავს რომ მოდუნების საშუალებას არ აძლევს;
    აი დესტი ამისგან განსხვავებით რომ ვერაა ჟილკიანი, მაგის გამო ზის ლაფატკაზე;
    ეხლა ვხედავ, ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა შეიკრა და რამდენიმე თვეში რკინას დაღეჭენ
    Sergio5
    სტუმარი [?]
    #8 29 აგვისტო 2022 01:18
    1
    მარჯვენა მცველი ძალიან საჭიროა გუნდში, ეტყობოდა კუნდეს რო აშკარად არაა მაგ პოზიციის კაცი, არაუხოც ეგრეა, რა გახდა მართლა ერთი ნორმალური მცველი, ან ამ ემერსონს რას ერჩოდნენ ნეტა როგორ მომწონს ტოტენჰემში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 29 აგვისტო 2022 00:29
    5
    ციტატა: basa7
    ციტატა: Bakero
    პირველივე თამაშში დაამტკიცა თავის კლასი კარის ხაზიდან უმაგრესი ბურთი გამოიტანა თან ამბობს ჯერ საუკეთესო ფორმა დასაბრუნებელი მაქვსო .....ორი ტოპ კლასის ტრანსფერი ლევანდოვსკი & კუნდე

    მაგიტომაც ვიკლავდი თავს ამის ყიდვაზე მესამე წელია უკვე. ხალხი აქ რო დე ლიხტს გაიძახოდა მე კუნდეს გავყვიროდი და გიჟი ვეგონე მგონი ყველას:))))))))))))))

    ტოპ კლასია ულაპარაკოდ ! ჯერ მარტო მინდორზე ამის გადაადგილების ყურება რად ღირს აი მანდ ეტყობა რომ უმაღლესი დონეა ! დანარჩენზე რომ აღარაფერი ვთქვათ ......დღეს პირველად გარსია მომეწონა დაცვაში ! მთელი თამაში ეტყობა ბალდეს მაღლა აწეული თამაში დაავალა და გარსია ძალიან კარგად აზღვევდა ერთ მომენტში (პირველ ტაიმში დემბელემაც კი დააზღვია ბალდე) მოკლედ ჩავი ნელ ნელა ამათ მოამატებინებს თან პა ხოდუ გასკდა ყვირილით :))) (ჩავი) პირველ ტაიმში მაესტრო კარგი იყო ....კიდევ უფრო შევთამაშდებით დრო გვინდა დრო !
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 აგვისტო 2022 00:19
    3
    ციტატა: Bakero
    პირველივე თამაშში დაამტკიცა თავის კლასი კარის ხაზიდან უმაგრესი ბურთი გამოიტანა თან ამბობს ჯერ საუკეთესო ფორმა დასაბრუნებელი მაქვსო .....ორი ტოპ კლასის ტრანსფერი ლევანდოვსკი & კუნდე

    მაგიტომაც ვიკლავდი თავს ამის ყიდვაზე მესამე წელია უკვე. ხალხი აქ რო დე ლიხტს გაიძახოდა მე კუნდეს გავყვიროდი და გიჟი ვეგონე მგონი ყველას:))))))))))))))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 29 აგვისტო 2022 00:08
    6
    პირველივე თამაშში დაამტკიცა თავის კლასი კარის ხაზიდან უმაგრესი ბურთი გამოიტანა თან ამბობს ჯერ საუკეთესო ფორმა დასაბრუნებელი მაქვსო .....ორი ტოპ კლასის ტრანსფერი ლევანდოვსკი & კუნდე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 აგვისტო 2022 23:56
    1
    აუუ არაუხო ამოაგდო ამ ჩავიმ ფორმიდან და იმედია ისევ შევა მალე.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #3 28 აგვისტო 2022 23:56
    7
    ბოლო წლების შესანიშნავი ტრანსფერია, თუ საუკეთესო არა!
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #2 28 აგვისტო 2022 23:54
    9
    აი ძაან მაგარი იყო მარჯვნივაც და ცენტრში ხო საერთოდ რა ბურთი გამოაბრუნა, დებიუტიც ასეთი უნდა, გადაარჩინა გუნდი, ეს და არაუხო ერთად შეჭამენ ყველას
    Ko Ke
    სტუმარი [?]
    #1 28 აგვისტო 2022 23:50
    15
    Აი შენ ხარ უკლასნესი კაციი, რა გაიწელა ტიპი პროსტა, ეს და არაუხო გაუვალი კედელი იქნებიან... Მარჯვენა ფლანგზეც კაი იყო და ცენტრში ხო საერთოდ, ტიპმა არ იცის რა არის ბურთის დაკარგვა ან შეცდომის დაშვება