ლაუდრუპი: "დღევანდელი "ბარსა" "ოცნების გუნდზე" ძლიერია"

ლაუდრუპი: "დღევანდელი "ბარსა" "ოცნების გუნდზე" ძლიერია"

საფეხბურთო კლუბ "მალიორკის" მწვრთნელმა და "ბარსა"–"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, მიქაელ ლაუდრუპმა, პარალელი გაავლო დღევანდელ "ბარსელონასა" და იოჰან კრუიფის "ოცნების გუნდს" შორის. მისი აზრით, დღეს "ლურჯ–ბროწეულისფერები" ბევრად ძლიერნი არიან. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

"როდესაც "ბარსაში" გადავედი, ისტორიამ გაჩვენა, რომ 23 წელიწადში მხოლოდ 3–ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. "ოცნების გუნდი" არ იყო ვარსკვლავებით დაკომპლექტებული. ჩვენ უბრალოდ კარგი ფეხბურთელებნი ვიყავით, რომლებიც ვცდილობდით გუნდისთვის წარმატება მოგვეტანა. რაც შეეხება შედარებას, დღევანდელი "ბარსელონა" ბევრად ძლიერია, ვიდრე კრუიფის "ბლაუგრანა". ასევე აღფრთოვანებაში მოვყადი ფრენკ რაიკაარდის გუნდსაც. დღევანდელი "ბარსას" ფეხბურთელები ძალიან ძლიერები არიან ინდივიდუალურ ასპექტში და შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ. ამ გუნდში ხომ ასპარეზობს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი. ასევე ჩავი, ინიესტა, პედრო, ვილია, ალვეში. რაც შეეხება "ოცნების გუნდს", მან მხოლოდ კლუბის ისტორია შეცვალა". დაასრულა მიქაელ ლაუდრუპმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.