პიანიჩი ბარსელონადან წასვლასთან ძალიან ახლოსაა
მირალემ პიანიჩი "ბარსელონას" დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. ბოსნიელი ფეხბურთელი დღეს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაფრინდება და ადგილობრივ "შარჯასთან" მოლაპარაკებებს ბოლო დეტალებზე გამართავს.
ინფორმაციას პიანიჩის საემიროებში დღეს გამგზავრების შესახებ ფაბრიციო რომანო ავრცელებს. ჟერარ რომერო კი იტყობინება, რომ ბოსნიელი დღეს საწვრთნელ ბაზაზე არ გამოცხადებულა.
გავრცელებული ინფორმაციით "ბარსა" პიანიჩის სანაცვლოდ მინიმუმ 3 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა მთავარი არა სატრანსფერო თანხა, არამედ ფეხბურთელის ხელფასისგან გათავისუფლებაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]