ოფიციალურად: ბარსელონამ მანჩესტერ სიტიდან კირა უოლში დაიმატა
ინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს ვრცელდებოდა, რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა - "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტიდან" 25 წლის ნახევარმცველი კირა უოლში დაიმატა.
ინგლისელი ნახევარმცველი "ბარსასთან" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურ დონეზე არ ვრცელდება. აქამდე 2 ვერსიას არსებობდა - 400 ათასი ევრო და 375 ათას ევროს დამატებული ბონუსები. ორივე შემთხვევაში საქმე ქალთა ფეხბურთის რეკორდთან გვაქვს, რადგან აქამდე ყველაზე დიდი თანხა, რაც ქალ ფეხბურთელში ვინმეს გადაუხდია, 294 ათასი ევროა..
კირა უოლშის პროფესიონალური კარიერა "მანჩესტერ სიტიში" აქვს გატარებული, სადაც ის 2014 წლიდან თამაშობდა. ეროვნულ ნაკრებში მას 50-ჯერ უთამაშია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]