სერჟი რობერტო: ლევანდოვსკის ტრანსფერი ჩვენთვის საჩუქარივითაა
პლზენის "ვიქტორიასთან" 5-1 მოგებული შეხვედრის შემდეგ სერჟი რობერტომ მედიასთან კომენტარი გააკეთა და რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა, რომელიც აღნიშნულ მატჩში ჰეთ-თრიქით გამოირჩა.
მოგებით ბედნიერები ვართ.
გულშემატკივრები ძალიან აღელვებულები არიან. ჩვენ ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და წინსვლა განვაგრძოთ. ქომაგებს ის სიყვარული უნდა დავუბრუნოთ, რომელსაც გვაძლევენ.
ლევანდოვსკის ტრანსფერი ჩვენთვის საჩუქარივითაა. მან უკვე უამრავი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ის დიდებული პროფესიონალი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა.
ოფიციალურ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობის წევრი თითქმის ერთი წელი არ ვყოფილვარ. მოედანი იმიტომ დავტოვე, რომ კუნთზე დისკომფორტი ვიგრძენი, თუმცა ექიმმა მითხრა, რომ სერიოზული არაფერია. დანარჩენს ხვალ ვნახავთ.
პოლონელის გარდა, გოლები ფრანკ კესიემა და ფერან ტორესმა გაიტანეს. პირველი ტურის შემდეგ, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]