ინძაგი "ბარსას" უქომაგებს

ინძაგი "ბარსას" უქომაგებს

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" თავდამსხმელმა, ფილიპო ინძაგიმ, განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში იგი "ბარსელონას" უქომაგებს. იტყობინება გავლენიანი იტალიური გამოცემა "Football Italia".

 

როგორც აღმოჩნდა, ფილიპო ინძაგი აღფრთოვანებულია "ბარსელონას" თამაშის სტილით და ძალიან უყვარს კატალონიელთა ფეხბურთის ცქერა: "თქვენ მეკითხებით, თუ ვის ვუგულშემატკივრებ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში? პასუხი მარიტვია, მე მიყვარს ლამაზი და დახვეწილი ფეხბურთი, შესაბამისად ნათელია, რომ ფინალში "ლურჯ–ბროწეულისფერებს" ვუქომაგებ". დაასრულა უბერებელმა ფილიპო ინძაგიმ.

 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა შედგება ლონდონში, "უემბლიზე", თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე. ("ბარსელონა"–"მანჩესტერ იუნაიტედი").

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.