ლევანდოვსკი პოლონეთს მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინის მხარდამჭერი სამკლავურით უკაპიტნებს
მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ პოლონელი ხალხი უკრაინას მხარს აქტიურად უჭერს და რა თქმა უნდა, მათ შორისაა ნაკრების კაპიტანი რობერტ ლევანდოვსკიც.
"ბარსას" თავდამსხმელი ამჟამად ეროვნულ გუნდთან ერთად იმყოფება. ნიდერლანდებთან ზეგ გასამართი თამაშის წინ ლევანდოვსკი ლეგენდარულმა უკრაინელმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ მოინახულა. შევჩენკომ ლევანდოვსკის უკრაინის ნაკრების კაპიტნის სამკლავური გადასცა და სთხოვა, მუნდიალზე გუნდს ამ სამკლავურით გაუძღვეს ხოლმე.. რა თქმა უნდა, რობერტმა თანხმობა განაცხადა და მალევე Instagram-ზე პოსტიც გამოაქვეყნა წარწერით:
გმადლობ, ანდრეი! შენთან შეხვედრა სასიამოვნო იყო! ჩემთვის პატივი იქნება, მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდს ვუკაპიტნო სამკლავურით, რომელიც უკრაინის დროშის ფერებშია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]