პედრი ბარსელონას ახალწვეულებს ახასიათებს
"ბარსელონას" ნახევარმცველი პედრი გონსალესი კატალონიურ Sport-თან კლუბის ახალწვეულებსა და გუნდის მთავარ მწვრთნელზე საუბრობს და მათ სათითაოდ ახასიათებს.
ექტორ ბელერინი
ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენთვის ბევრი რამის მოცემა შეუძლია. მარჯვენა მცველი არ გვყავდა და მას შეუძლია, გუნდს ბევრ რამეში გამოადგეს.
მარკოს ალონსო
ჩემი კარგი მეგობარი, შესანიშნავი ფიზიკური მონაცემების ადამიანი. ის ბევრ რამეს შეგვმატებს.
ანდრეას კრისტენსენი
ანდრეასი კარგია ბურთის ამოტანის დროს, ასევე მაღალია, რაც ორივე საჯარიმოში გამოგვადგება.
ფრანკ კესიე
კესიე ცხოველია, მოედანზე ის ნადირია. როდესაც ის ვინმეს ეჯახება, სამ მეტრზე მიფრინავენ. ვარჯიშების დროს მის წინააღმდეგ თამაში არასდროს მინდა (იცინის).
ჟიულ კუნდე
კუნდე "სევილიაში" ძალიან კარგად თამაშობდა. ის იყო ცენტრალური მცველი, რომელიც ძალიან მომწონდა. ჩვენ ვიცით, რა გაუკეთებია მას აქამდე და რა შეუძლია, ჩვენ შეგვმატოს.
რობერტ ლევანდოვსკი
გოლები, თითქმის ყველაფრის მოგების გამოცდილება... მას ჩვენი დახმარება როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა შეუძლია.
რაფინია
მან ნამდვილად გამაოცა. ის გუნდისთვის ბევრს მუშაობს. ის ყოველთვის დარბის და ბურთის უკან დაბრუნებისთვის იბრძვის. მას აქვს დარტყმა, როგორიც ბევრს არ აქვს.
პაბლო ტორე
პაბლიტოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვიდეო გავრცელდა, თითქოს ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთს არ ვესაუბრებით. მე მას შეტყობინება გავუგზავნე და ვუთხარი, რომ ყველაფერში დავეხმარებოდი. მას ბევრი კარგი თვისება აქვს და დარწმუნებული ვარ, გუნდს დაეხმარება.
ჩავი ერნანდესი
დაუჯერებელია, რომ მწვრთნელად ჩავი გვყავს. მან იცის, როგორი თამაში უნდა. ესაა ფეხბურთი, რომელსაც ის ბავშვობიდან უყურებს, რასაც "ბარსა" თამაშობდა... მისი გუნდში ყოლა ფუფუნებაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]