მარკო ასენსიო ბარსელონაში გადმოსვლას არ გამორიცხავს
2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" "რეალ მადრიდის" ფეხბურთელის, მარკო ასენსიოს უფასოდ დამატებაზე ფიქრობს.
26 წლის შემტევს მადრიდელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მან ჯერ არ იცის, თუ რა მოხდება მომავალში. ესპანელი ფეხბურთელი არც "ბარსას" ვარიანტს გამორიცხავს.
ასენსიო გადაცემა El partidazo de Cope-ში იმყოფებოდა სტუმრად, რა დროსაც "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
ამ საკითხზე არ მიფიქრია და ეს შესაძლებლობა არ შემიფასებია. ამჟამად პასუხის გაცემა გამიჭირდება.
დამიკავშირდა თუ არა "ბარსა"? არ ვიცი. ბევრი კლუბი მიკავშირდება.
დღეს დილით 200 შეტყობინება მივიღე. მეგობრები "ბარსაში" გადასვლაზე მეკითხებოდნენ. ჭორების სამყაროში ვცხოვრობთ და მე ამის კონტროლი არ შემიძლია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]