რონალდ არაუხოს, სავარაუდოდ, 2-3 კვირა გაუცდება
ცნობილ ესპანელ ჟურნალისტს, ხავი მიგელს თუ დავუჯერებთ, რონალდ არაუხოს მიერ ურუგვაის ნაკრებში მიღებული ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ...
3 კვირაზე ცოტა მეტ ხანში "ბარსელონა" "რეალ მადრიდს" სტუმრად დაუპირისპირდება. როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონობის ბედს სწორედ "კლასიკოები" გადაწყვეტს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ამ მატჩს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.
გუშინ და დღეს ტრავმა "ბარსელონას" ოთხმა ფეხბურთელმა მიიღო - ჟიულ კუნდემ, ფრენკი დე იონგმა, მემფის დეპაიმ და რონალდ არაუხომ. ოფიციალური ინფორმაცია არცერთზე გავრცელებულა, მაგრამ არაოფიციალური ვარაუდით ვიცით, რომ კუნდეს 2-3 კვირა გაუცდება, ანუ ის გუნდს "კლასიკომდე" მცირე ხნით ადრე დაბრუნდება.
ხავი მიგელის ცნობით იგივე სიტუაციაა რონალდ არაუხოსთან დაკავშირებითაც. მოსალოდნელია, რომ მასაც 2-3 კვირა გაუცდება და ის გუნდს მადრიდში გასამართ თამაშამდე მცირე ხნით ადრე დაუბრუნდება.
მანამდე კი არის 2 ძალიან მნიშვნელოვანი თამაში "ინტერთან" ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ლა ლიგაში შეხვედრები "მალიორკასთან" და "სელტასთან".
რაც შეეხება სამედიცინო გამოკვლევებს - გავრცელებული ინფორმაციით კუნდეს, დეპაისა და არაუხოს ექიმები ხვალ შეამოწმებენ, დე იონგს კი - ორშაბათს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]