არაუხო გადაწყვეტილებას ჩავისთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს
რონალდ არაუხოს მკურნალობის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელს დღეს უნდა გადაეწყვიტა, გაიკეთებდა თუ არა ოპერაციას, მაგრამ ბოლო ცნობებით ეს ხვალ მოხდება.
Sport-ის ცნობით არაუხო ხვალ კლუბის სამედიცინო წარმომადგენლების გარდა მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესსაც შეხვდება და ისინი გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.
რონალდ არაუხომ ტრავმა ურუგვაის ნაკრებში ყოფნის დროს მიიღო, რის გამოც მან, შესაძლოა, წელს ვეღარ ითამაშოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]