FIFA ბარსელონას არაუხოს ტრავმის გამო კომპენსაციას გადაუხდის
იმის გამო, რომ რონალდ არაუხომ ნაკრებში თამაშის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო, FIFA "ბარსელონას" კომპენსაციას გადაუხდის.
FIFA-ში არსებობს "კლუბების დაცვის პროგრამა". ეს პროგრამა ადგენს წესებს, რომელთა მიხედვითაც კლუბებმა კომპენსაცია უნდა მიიღონ, თუ მათი ფეხბურთელი ნაკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდება.
Mundo Deportivo-ს ცნობით ეს პროგრამა აქტიურდება მაშინ, როდესაც მკურნალობის ხანგრძლივობა 28 დღეს აჭარბებს. რონალდ არაუხოს შემთხვევაში პროგრამა 21 ოქტომბერს გააქტიურდება.
კომპენსაციის ოდენობა ფეხბურთელის ხელფასზეა დამოკიდებული. დღიური მაქსიმალური თანხა 20 548 ევროა, დღეების მაქსიმალური ოდენობა კი 365. გამოდის, რომ FIFA ნაკრებში ტრავმირებულ ფეხბურთელში კლუბს მაქსიმუმ 7.5 მილიონ ევროს გადაუხდის.
ჯერჯერობით უცნობია, რა დროით უქმობა მოუწევს რონალდ არაუხოს. სავარაუდო დროდ 6-7 კვირა დასახელდა, მაგრამ ოპერაციის ვარიანტი გამორიცხული ჯერ კიდევ არაა და არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ურუგვაელი ნოემბერ-დეკემბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]