2023 წელს ბარსას მთავარი საზრუნავი მარჯვენა მცველი იქნება
არც მესი, არც საყრდენი ნახევარმცველი - მომდევნო სეზონში "ბარსელონას" უმთავრესი საზრუნავი დაცვის მარჯვენა ფლანგის სერიოზულად გაძლიერება იქნება.
ჟერარ რომეროს ცნობით 2023 წლის ზაფხულში "ბარსას" პრიორიტეტი სწორედ ამ პოზიციის გაძლიერება იქნება. ესპანელი ჟურნალისტის ინფორმაციით კატალონიელები იმდენად სერიოზულად არიან განწყობილნი, რომ შესაძლოა, საუბარი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის დამატებაზეც კი იყოს. რა თქმა უნდა, ეს ტრანსფერო საკმაოდ ძვირი დაჯდება, მაგრამ "ბარსა" ამისთვის მზადაა. ასევე გაიჟღერა "მონაკოელი" ვანდერსონის სახელმაც, რომელიც იაფი ტრანსფერი ასევე არ იქნება.
არც ისაა გამორიცხული, რომ მომდევნო სეზონისთვის "ბლაუგრანამ" არა ერთი, არამედ ორი მარჯვენა მცველი დაიმატოს.
ამჟამად "ბარსაში" ორი მარჯვენა მცველია - სერჟი რობერტო და ექტორ ბელერინი - და ორივეს კონტრაქტს ვადა 2023 წელს გასდის. მოსალოდნელია, რომ რობერტო გუნდს დატოვებს, ბელერინი კი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]