ბროზოვიჩის ბარსელონასთან თამაში თითქმის გამოირიცხა
მილანის "ინტერის" ნახევარმცველის, მარსელო ბროზოვიჩის "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში თითქმის გამორიცხულია.
ხორვატმა ნახევარმცველმა კუნთის ტრავმა გუშინ ეროვნულ გუნდში გამართულ შეხვედრაში მიიღო. ევროპულ მედიაში გავრცელებული ცნობებით დაზიანება სერიოზული არ ჩანს და ბროზოვიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე, დიდი ალბათობით, ითამაშებს, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურებზე.
დეტალური სამედიცინო შემოწმება ჯერ არ ჩატარებულა და არც მკურნალობისთვის საჭირო დროა დადგენილი. მედიაში რამდენიმე ვერსია ვრცელდება და მინიმალურ ვადად 2 კვირაა დადგენილი. La Gazzetta dello Sport კი იტყობინება, რომ 29 წლის ფეხბურთელს დაახლოებით ერთი თვე გაუცდება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხორვატი "ინტერს" 2 კვირაში დაუბრუნდება, ის "ბარსელონასთან" 4 ოქტომბერს გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს. დიდი ალბათობით მას მოედანზე ვერც 12 ოქტომბერს გასამართ განმეორებით შეხვედრაში ვიხილავთ.
მარსელო ბროზოვიჩი "ინტერისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში ის "ნერაძურის" ყველა შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, 5-ჯერ კი ხორვატმა მატჩი სრულად ჩაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]