ელ კლასიკოს გამართვის ზუსტი დრო ცნობილია

ელ კლასიკოს გამართვის ზუსტი დრო ცნობილია

სეზონის პირველი ოფიციალური "ელ კლასიკოს" ზუსტი დრო ცნობილია.

ესპანური DAZN-ის ცნობით მადრიდში გასამართი შეხვედრა 16 ოქტომბერს, კვირა დღეს, ადგილობრივი დროით 16:15 საათზე, ანუ ჩვენი დროით 18:15 საათზე დაიწყება.

თამაშის ასე ადრე დაწყების მიზეზი ისაა, რომ საათი აზიელ გულშემატკივარზეა მორგებული. ეს თავად ფეხბურთისთვის ცუდია, რადგან ასეთ დაპირისპირებებს ღამით თამაში და ხელოვნური განათება უხდება, დღის შუქზე თამაში კი აუფერულებს.

DAZN ლა ლიგის ერთ-ერთი პარტნიორი ტელევიზიაა, ამ თამაშს პირდაპირ ეთერში აჩვენებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ოფიციალურია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 სექტემბერი 2022 23:29
    5
    წავიდა უკვე კომენტარებში, ვიგებთ, თავზე ბურთს დავახევთ და ასე შემდეგ, როგორც ბაიერნთან. ავიწყდებათ, რომ რეალს ვეთამაშებით და არა ხეტაფეს. ჯერ გადავხტეთ და ჰოპლა მერე დავიძახოთ. დღეს რეალი ბარსაზე უფრო ძლიერია და შეთამაშებული. ასე, რომ მე ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი და წინასწარ ბაქი-ბუქობას შედეგი არ მოაქვს.
    ჯიმიბარსა
    სტუმარი [?]
    #5 26 სექტემბერი 2022 20:23
    0
    იმედია კუნდე მაინც დაბრუნდება, ბელერინიც შევა ფორმაში და ეგ იქნება, როგორმე უნდა გადავაგოროთ არაუხოს გარეშე ეს 2-3 თვე.
    გულშემატკივარი [?]
    #4 26 სექტემბერი 2022 19:36
    0
    ციტატა: nika 54
    ჰოდა ერთ კლასიკოს შუადღითაც მოვიგებთ ბერნაბეუზე.

    პირველი არ იქნება მაინც. 2018 წელს 3-0 მოვიგეთ ბერნაბეუზე როგორც მახსოვს.
    წევრი [?]
    #3 26 სექტემბერი 2022 18:53
    0
    არვიცი რა მოხდება. ორივეს თანაბარი შანსი აქვს
    წევრი [?]
    #2 26 სექტემბერი 2022 18:31
    0
    ვიგებთ უეჭველი ვისკა ბარსა! barca-1
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 სექტემბერი 2022 16:46
    0
    ჰოდა ერთ კლასიკოს შუადღითაც მოვიგებთ ბერნაბეუზე.