ჩავი ერნანდესი - ლა ლიგის ახალი რეკორდსმენი

ჩავი ერნანდესი - ლა ლიგის ახალი რეკორდსმენი

"ბარსელონას" დამრიგებელი ჩავი ერნანდესი ლა ლიგის ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა. მან ამ ტურნირზე მწვრთნელის რანგში პირველი 18 გასვლითი შეხვედრა წაუგებელად ჩაატარა და აქამდე რეკორდსმენი ზინედინ ზიდანი უკან მოიტოვა.

რეკორდი ჩავიმ "მალიორკასთან" დღეს მოგებულ შეხვედრაში დაამყარა. თამაში მისმა გუნდმა 1-0 მოიგო. მანამდე კი იყო შემდეგი შედეგები:

  1. ვილიარეალი 1-3 ბარსელონა
  2. ოსასუნა 2-2 ბარსელონა
  3. სევილია 1-1 ბარსელონა
  4. მალიორკა 0-1 ბარსელონა
  5. გრანადა 1-1 ბარსელონა
  6. ალავესი 0-1 ბარსელონა
  7. ესპანიოლი 2-2 ბარსელონა
  8. ვალენსია 1-4 ბარსელონა
  9. ელჩე 1-2 ბარსელონა
  10. რეალ მადრიდი 0-4 ბარსელონა
  11. ლევანტე 2-3 ბარსელონა
  12. სოსიედადი 0-1 ბარსელონა
  13. ბეტისი 1-2 ბარსელონა
  14. ხეტაფე 0-0 ბარსელონა
  15. სოსიედადი 1-4 ბარსელონა
  16. სევილია 0-3 ბარსელონა
  17. კადისი 0-4 ბარსელონა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #6 2 ოქტომბერი 2022 14:12
    0
    კუნდე და ფრენკუ იმეედია მოსალოდნელზე მალე დაბრუნდებიან, ასევე ბელერინიც საჭიროა და დაცვაში პრობლემები არ გვექნება, ისევე როგორც ცენტრში

    რეკორდს რაც შეეხება ძალიან კარგია და იმედია კიდევ და კიდევ უფრო გააუმჯობესებს
    Culé [?]
    #5 2 ოქტომბერი 2022 13:45
    0
    ამის ადგილზე ყოფნას არ ვინატრებდი ამდენი ტრავმირებულის ფონზე რამხელა თავსატეხი აქვს ვინ როდის გამოჯანმრთელდება საკითხავია,არაუხო არა,კუნდე არა,ბელერინი არა,დე იონგი არა,დეპაი არა,რაც მოვიდა მოკლედ სულ თავსატეხი აქვს და ამდენ ტრავმირებულში და დანაკლისის ფონზე კიდევ კარგად ახერხებდა და ახერხებს გამოსავლის პოვნას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 ოქტომბერი 2022 13:43
    1
    ლა ლიგა, რაც დრო გადის უფრო და უფრო საზიზღარი საყურებელი ხდება. ლოგოზე ავტობუსი დაახატონ ჯობია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 ოქტომბერი 2022 13:39
    0
    ვალვერდემ რო ერთი სეზონი ერთი წაგებით დაამთავრა ისიც სეზონის ბოლოს, მაშინ არ დამყარდა რამე რეკორდი?
    გულშემატკივარი [?]
    #2 2 ოქტომბერი 2022 12:13
    2
    ბოლო 10 თამაშიდან 9 მოიგო თან ❤️
    CHEPE24
    სტუმარი [?]
    #1 2 ოქტომბერი 2022 09:07
    3
    19 ზეც კარგად აიქაჩება თანაც მოგებით😅😅😅