ჟორდი კრუიფი: ჩემი დაბადება ელ კლასიკოს გამო დააჩქარეს
"ბარსელონას" სპორტული მრჩეველი, ლეგენდარული იოჰან კრუიფის შვილი ჟორდი კრუიფი დაახლოებით 48 წლის წინ მომხდარ საინტერესო შემთხვევას იხსენებს.
ჟორდი 1974 წლის 9 თებერვალს დაიბადა, 8 დღეში კი ისტორიული "ელ კლასიკო" გაიმართა.
ჩემი დაბადება საფეხბურთო მატჩის გამო დააჩქარეს. მათ დედას აიძულეს, ჰოლანდიაში ემშობიარა და საკეისრო კვეთით გავეჩინე. ამის მიზეზი ის იყო, რომ მამას "ელ კლასიკოში" თამაში შესძლებოდა.
მამამ ეს მწვრთნელთან, რინუს მიხელსთან შეთანხმებით გააკეთა. მიხელსი მას ჩემი დაბადების თარიღის შერჩევაში დაეხმარა და აღმოჩნდა, რომ ეს დღე მისივე დაბადების დღეს დაემთხვა.
იმ დროს "ელ კლასიკო" უკვე განსაკუთრებული თამაში იყო.
- ციტირებს ჟორდის სიტყვებს Sport.
ბავშვის შეძენიდან 8 დღეში კი კრუიფი მადრიდში ჩავიდა და "ბარსელონასთან" ერთად "რეალ მადრიდი" მისსავე მოედანზე ანგარიშით 5-0 გაანადგურა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]