საუკეთესო დასწრება 2019 წლის დეკემბრის შემდეგ
მიმდინარე სეზონში თუ "ბარსელონაში" რამე აშკარად გამოსწორდა, ეს გულშემატკივრობაა. ქომაგები გუნდს მხარს აქტიურად უჭერენ, რისი მაგალითიც გუშინ "ინტერთან" გამართული შეხვედრა იყო.
გუშინ "კამპ ნოუზე" 92 302 ადამიანი იმყოფებოდა, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია. ამდენი გულშემატკივარი ერთ თამაშზე არც წინა სეზონში გვინახავს. გასული სეზონის რეკორდი 86 422 ადამიანი იყო.
2020/21 წლების სეზონში სტადიონებზე გულშემატკივრების ყოფნა საერთოდ აკრძალული იყო.
2019/20 წლების სეზონში გუშინდელზე მაღალი დასწრება მხოლოდ ერთხელ ვიხილეთ - 93 426, "რეალ მადრიდთან".
ჩემპიონთა ლიგის მატჩს კი ამდენი გულშემატკივარი 2019 წლის იანვრის შემდეგ პირველად დაესწრო. მაშინ "ლივერპულთან" 3-0 მოგებას თვალი ტრიბუნებიდან 98 299-მა ადამიანმა მიადევნა. მას შემდეგ არც "ბარსას" და არც სხვა რომელიმე გუნდის შეხვედრას ამდენი გულშემატკივარი არ დასწრებია.
მიმდინარე სეზონში ძალიან კარგია საშუალო დასწრებაც - 83 564. რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო მაჩვენებელია, რადგან ევროპაში ამხელა სტადიონი არცერთ სხვა კლუბს არ აქვს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]