ინტერთან თამაშის შემდეგ ლაპორტა ჩავის შეხვდა

ინტერთან თამაშის შემდეგ ლაპორტა ჩავის შეხვდა

"ინტერთან" გუშინდელი კრახის შემდეგ ჟოან ლაპორტა და კლუბის სხვა ხელმძღვანელი პირები ძალიან გაბრაზებულები იყვნენ. ეს გასაკვირი არცაა. მათ მიაჩნიათ, რომ ზაფხულში ძალიან კარგად იმუშავეს იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი შეექმნათ.

ძალიან დაძაბული სიტუაციის მიუხედავად ლაპორტამ მრჩევლებს მოუსმინა და გუნდის გასახდელში დამშვიდებული ჩავიდა. ის ჩავისა და მის თანაშემწეებს შეხვდა. არსებობს წუხილი იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს გუშინდელი წარუმატებლობა გუნდზე "ელ კლასიკოს" წინ. გუნდის კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა გუშინ ძალიან ცუდი განცხადება გააკეთა, როდესა თქვა, რომ ეს შედეგი "ელ კლასიკოზე" აუცილებლად იმოქმედებს.

Sport-ის ცნობით ლაპორტა ჩავის ნდობას განაგრძობს. პრეზიდენტი თვლის, რომ მწვრთნელს სიტუაციის შეცვლა შეუძლია. ლაპორტა ეკონომიკური დანაკლისის გარდა იმაზეც ღელავს, რომ ლა ლიგაში გუნდის თამაში არადამაკმაყოფილებელია, არადა ახლა "ბარსა" ვალდებულია, ტურნირი მოიგოს.

შეხვედრის შეჯამება ასეთი იყო: ყველაფერი ჩავის ხელშია, მწვრთნელი ისაა და გადაწყვეტილებები მან უნდა მიიღოს. ლაპორტასა და სხვა ხელმძღვანელ პირებს კი ცვლილებები დაუყოვნებლივ, "რეალ მადრიდთან" თამაშამდე სჭირდებათ.

რაც შეეხება ლაპორტას ფეხბურთელებთან შეხვედრას - პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 14 ოქტომბერი 2022 18:51
    0
    ციტატა: La Pulga10
    ხოდა სკამიდან დაიწყებს ბუსკეციც და სხვა ბებრებიც

    ასეა, სხვა გზა არ ჩანს.
    Culé [?]
    #11 14 ოქტომბერი 2022 12:58
    0
    ორი აფერისტი.
    Culé [?]
    #10 14 ოქტომბერი 2022 00:49
    5
    ლაპორტა შე ნაბოზვარო.მესის და სუას რომ უშვებდი აბა რა გეგონა?მერე ტორესი დაიტოვე და ობამიანგი გაუშვი.საცემი ხარ მაგარი.
    Culé [?]
    #9 13 ოქტომბერი 2022 19:54
    9
    სამწუხაროდ ყველაზე საჭირო დროს დაგვემტვრა 3 ძირითადის მცველი, ესეც ბედის ირონიაა რომ პოკე რომელიც მე5 მცბელია წელს ბავშვური შეცდომა დსუშვა, წელს ისე უიღბლოდდ წავიდა ლიგა მეტი რომ არ შეილება, არ დადებილი პენლები, დამტვრეული მცველები, მგრამ არაუშავს მე პირადად პროგრესს ვხედავ და წელს მაინც მოვიგოთ ეცროპა ლიგა.😀😀😀 პიკე კატასტროფაა უკვე მარა სხვა მცველი არ გვყვავს სამწუხაროდ.
    გულშემატკივარი [?]
    #8 13 ოქტომბერი 2022 19:21
    10
    ნუ პიკე ფაქტია აღარ შეიძლება სასტარტოში რომ იდგეს, ისევე როგორც ალბა. რობერტო შეტევაში ნამდვილად არ არის ცუდი, მაგრამ დაცვაში მინუს ერთი კაცია. აი ბუსკეცს რაც შეეხება, პირველი ტაიმი კარგი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ დამიმტკიცა, რომ 90 წუთის თამაში აღარ შეუძლია მაღალ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ფრენკი უამრავ შეცდომას უშვებს საყრდენზე და არ ვარ მომხრე მისი ცალ საყრდენიან სქემაში საყრდენად ინტეგრირებისა, ჯობს რომ მაინც ის იდგეს უკვე მანდ. კაპიტნებიდან ყველა უნდა წავიდეს. ნუ რობერტო სკამისთვის კიდე შეიძლება, მაგრამ დანარჩენი ყველა უნდა გაუშვან. ელ კლასიკოში ბუსკეცი-პიკეს წყვილი თუ იქნება ჩათვალეთ დაღუპულები ვართ. ჯერ მარტო იმ განცხადების გამო აღარ დავაყენებდი ბუსკეცს საერთოდ აღარასდროს ძირითადში, მის თამაშს რომ თავი დაანებო. უკვე ვფიქრობ რომ უთავმოყვარეობას და კლუბის უპატივცემულობას აქვს კაპიტნებისგან ადგილი.
    ფანი [?]
    #7 13 ოქტომბერი 2022 18:59
    6
    ბუსკეცი აუცილებლად სკამზე კლასიკოსთვის ჯერ იმის გამო როგორც ითამაშა და მაგაზე უარესი მერე რაც თქვა ისაა ნუ რავი პიკეც არუნდა დააყენოს მაგრამ მაგას კიდე გავიგებ არარი სხვა მცველი ფიზიკურად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 ოქტომბერი 2022 18:29
    4
    ხოდა სკამიდან დაიწყებს ბუსკეციც და სხვა ბებრებიც
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #5 13 ოქტომბერი 2022 18:24
    7
    Clever liar,
    რაო ხავის ბრალი არ არისო? აბა ვისი ბრალია თუ ძმა ხარ ზიდანს რომ ეს გუნდი მისცე 100 დან 95 პროცენტს გეუბნრბი ფინალს ათამაშებდა ლიგაზე წელსვე
    Culé [?]
    #4 13 ოქტომბერი 2022 18:09
    5
    მხოლოდ ხავის ბრალი არ არის, 5 წლის უკან გუნდიდან გასასხმელი ფეხბურთელები ჯერ ისევ ბარსას სასტარტოს რომ იკავებენ ყველაზე მაღალი ხელფასებით, მაგრამ ჩავიში ის გვიხაროდა რომ ახალგაზრდებზე გადაიტანდა მაქსიმალურ ყურადღებას და კლუბის შენებაც ახალი ენთუზიაზმით დაიწყებოდა, მარა ამან მთლად კუბო ნახერხით ამოაშენა გუნდი :|
    Culé [?]
    #3 13 ოქტომბერი 2022 18:07
    6
    ხავის თუ რამის შეცვლა უნდა აქვს პიკეს და ბუსკეცს აღარ გააკარებს ძირითადს, მითუმეტეს გუშინდელი განცხადებების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისევ სასტავში იქნებიან ელ კლასიკოს დროს.
    Culé [?]
    #2 13 ოქტომბერი 2022 17:30
    6
    ვალვერდე დააბრუნე ლაპორტ 🤬 მისი პრაგმატული სტილი აკლია ეხლა გუნდს. წავიდა ტიკი ტაკების და ბურთის კარამდე მიტანის დრო. ვალვერდეს სტილი შეიძლება 5-6 წლის წინ გუნდს არ უხდებოდა, როცა გუნდს უმეტესობა ტიკი-ტაკას სტილის ფეხბურთელები ყავდა, მარა ეხლა როცა მაღალი დონის მცველები გვყავს და მომავალში მაღალი დონის ნახევარმცველების დამატებაც მოხდება, ვალვერეს სტილი დააკვდება ამ გუნდს.
    VACH3
    სტუმარი [?]
    #1 13 ოქტომბერი 2022 17:23
    6
    ხავი უდიდესი ფეხბურთელი იყო. მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო და ეგეთი დონის ფეხბურთელები საუკუნეში ერთი იბადება. როგორც მწვრთნელს არ გაუმართლა იმ თვალსაზრისით რომ მწვრთნელობის გამოცდილების ნაკლებობასთან ერთად შეხვდა სრულიად განადგურებული გუნდი, რომელიც აი ვალვერდეს პერიოდიდან დაიწყო. ვერ მოახდინეს მოეყვანათ მენტალურად ძლიერი და გამოცდილი ტიპი და ექსპერიმენტები ატარეს ხან ის ხან ეს და ეგ შედეგები რაც ხდება რეალურად პროგრამა მინიმუმიც ვეღარ სრულდება და ჯგუფიდან ვეღარ გავდივართ. ვერ ვიტყვი ხავის რა როგორ შეთავაზებენ ან რა წინა პირობას წაუყენებენ მაგრამ აშკარაა რომ ხავის სტატუსი რომ არა სხვა უკვე გასათავისუფლებელი იყო.