ჟიულ კუნდემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
"ბარსელონაში" კარგი ამბებიც ხდება. საკადრო პრობლემებით დამძიმებულ გუნდს ჟიულ კუნდე უბრუნდება და როგორც ჩანს, ფრანგი მცველი "რეალთან" მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
კუნდემ ტრავმა სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს მიიღო. მან მსუბუქი დატვირთვით ვარჯიში დიდი ხანია, განაახლა, თუმცა ბოლომდე მზად აქამდე არ იყო. დღეს კი, როგორც "ბარსელონა" იტყობინება, ახალგაზრდა უკანახაზელი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა.
კვლავ ლაზარეთში რჩებიან რონალდ არაუხო, ექტორ ბელერინი, ანდრეას კრისტენსენი და მემფის დეპაი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]