ანჩელოტი ადასტურებს: კურტუას კლასიკოში თამაში გამორიცხულია
- თამაშის დრო: კვირა, 16 ოქტომბერი, 18:15
"რეალ მადრიდის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ხვალინდელი "ელ კლასიკოს" წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ტიბო კურტუაზე საუბროს და ადასტურებს, რომ ბელგიელი მეკარის თამაში გამორიცხულია.
ტიბოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ანჩელოტიმ ასე უპასუხა:
ის თავს კარგად გრძნობს, თუმცა ძალიან ცოტა ივარჯიშა, კომფორტულად არაა და მისი თამაში გამორიცხულია. კვირის შემდეგ სიტუაციას დავაკვირდებით, მაგრამ ახლა მას ჯერ ვარჯიში ჭირდება.
კურტუამ ტრავმა სექტემბრის ბოლოს მიიღო, შემდეგ კი მისი მკურნალობა მოსალოდნელზე ნელა წარიმართა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]