ცვლილებების მოლოდინში - სავარაუდო შემადგენლობები ვილიარეალთან თამაშისთვის
- თამაშის დრო: ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი, 23:00
აშკარად ჩაგდებული დაახლოებით რამდენიმე კვირის შემდეგ "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებებია მოსალოდნელი. ცვლილებები შეეხება როგორც დაცვას, ასევე ნახევარდაცვისა და შეტევის ხაზს.
ოთხიდან სამი წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა თანხმდება, რომ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე სერხიო ბუსკეტსის ადგილს დღეს ფრენკი დე იონგი დაიკავებს, რაც ჩავიმ ირიბად დაადასტურა კიდეც. Sport კი მიიჩნევს, რომ სასტარტოში ისევ ბუსკეტსს ვიხილავთ.
ასევე 3 სპორტული გამოცემა ვარაუდობს, რომ ძირითადში ვიხილავთ ჟორდი ალბას. მარკოს ალონსო იმედებს ბოლომდე ვერ ამართლებს, ალეხანდრო ბალდეს კი გამოცდილება აშკარა აკლია. ამის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, ალბამ სასტარტოში ადგილი დაიბრუნოს.
ოთხივე გამოცემა ელის, რომ შეტევის მარცხენა ფლანგზე ვიხილავთ ანსუ ფატის, ხოლო ორი მარჯვენა ფლანგზე დემბელეს ნაცვლად ფერან ტორესის დაყენებას ვარაუდობს.
Sport
ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
Mundo Deportivo
ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, გარსია, ალონსო, დე იონგი, პედრი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
Marca
ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ალბა, დე იონგი, გავი, პედრი, ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი.
AS
ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, გარსია, ალბა, დე იონგი, პედრი, გავი, ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]