ბარსა-ვილიარეალი - შემადგენლობა და პროგნოზი ქართველი გულშემატკივრების ვერსიით

ბარსა-ვილიარეალი - შემადგენლობა და პროგნოზი ქართველი გულშემატკივრების ვერსიით

ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.

გულშემატკივრებმა ერთხმად ტერ შტეგენი (100%), კუნდე (95%) და ლევანდოვსკი (97%) აირჩიეს. შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 49% ბელერინმა მიიღო.

გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ "ვილიარეალთან" დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:

ტერ შტეგენი - ბელერინი, კუნდე, გარსია, ბალდე - დე იონგი, პედრი, გავი - დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.

რაც შეეხება პროგნოზს - მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" ანგარიშით 3-0 მოიგებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 ოქტომბერი 2022 10:25
    1
    შემადგენლობა თითქმის გამოვიცანი ანგარიშით კი ნამდვილად გამაკვირვეს.
    Teddy
    სტუმარი [?]
    #4 20 ოქტომბერი 2022 20:36
    2
    ვფიქრობ ამ შემადგენლობაში 442 რომ მოსინჯოთ ხავიმ.ნახევარდაცვა უფრო გაძლიერდება
    ტერ შტეგენი
    რობერტო-კუნდე-გარსია-ბალდე
    დემბელე-ფრენკი-პედრი-რაფინია
    ლევანა-ფატი
    ჩაწოდბებზე ლევანა დადგებოდა მაღალ ბურთს და თუ ამოკეტავდნენ ფატი ცრუ 10 ზე საჯარიმოს გარედან
    ფანი [?]
    #3 20 ოქტომბერი 2022 20:29
    1
    რა 3-0 ხალხნო გძინავთ თუ სხვა ფეხბურთს უყურებთ? :D ნახევარზე მეტი ოცნებობს აქ... ვილიარეალს ყველაზე ცოტა გოლი გასდის - 9 თამაშში მხოლოდ 3 გოლი აქვთ გაშვებული და თქვენი აზრით 1 ტურში ბარსასთან გაუშვებენ ამდენივე გოლს, ასეთ ბარსასთან? ლევანდოვსკის მოსვლამ ცუდი უქნდა გუნდს პირიქით ჩემი აზრით, შეტევაში არანაირი კრეატიულობა არ შეინიშნება, როგორც იყო მესის დროს ისე ეძებენ ლევანდოვსკის და გონიათ ეს ლევანდოვსკი ყველა ადგილიდან დაარტყავს და გოლს გაიტანს. ასეთი შეტევით ვილიარეალთან 3 გოლი კი არა 1-2 თუ გავიტანეთ ეგეც მადლობა უნდა ვთქვათ თან ისე, რომ არ გაუშვან.
    Culé [?]
    #2 20 ოქტომბერი 2022 20:17
    0
    გასაგებია გავი იბრძვის მაგრამ მარტო ბრძოლა და სირბილი არაა შედეგის გარანტია , პატარაა ჯერ და სულ ძირითადში როცა ბევრად გამოცდილი და მენტალურადაც ძლიერი გყავს უნდა ათამაშო ან არ უნდა მოიყვანო სკამზე დასასმელად, ჩემი აზრით კესი ამ სიტუაციაში გაცილებით მეტ დროს იმსახურებს, კესის უნდა ენდოს ორი-სამი თამაში გადაბმულად და ვნახავთ ყველა საქმეში რეალურად რაცაა . ფატი აუცილებლად უნდა იყოს ძირითადში ბევრად ეფექტური და ჭკვიანია ვიდრე დემბელე-რაფინია ერთად. ფატი ჩავის სტილს და სქემას ბევრად უკეთ ერგება . ბუსკეცზე დიდი ხანია ვამბობ წასულია მაგის დროთქო ასევე პიკე ალბა რობერტოც აუცილებლად გასაშვებები არიან..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ოქტომბერი 2022 19:55
    3
    კესი უნდა იყოს ძირითადში
    პედრი-გავის დუეტი არ არი მზად ჯერ
    და კიდე ორი წელი არ იქნება
    ნელ-ნელა უნდა მიაჩვიო ეგენი ერთად თამაშს
    18-19 წლის ბიჭებით ტიტულებს ვერ მოვიგებთ
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs