ხავიერ ტებასი ბარსას აფრთხილებს: ეკონომიკური ბერკეტები მომდევნო წელს ვეღარ იმუშავებს
ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი "ბარსელონას" ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს.
ტებასის თქმით თუ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩება, ეს კატალონიელების ფინანსურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. თუმცა ლა ლიგის პრეზიდენტი აცხადებს, რომ "ბლაუგრანას" სახელფასო ხარჯის შემცირება მაინც მოუწევს.
თუ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდება, კლუბის შემოსავლები შემცირდება, მაგრამ ფეხბურთელებისთვის ნაკლები ბონუსის მიცემა მოუწევს. ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
ეკონომიკურმა ბერკეტებმა წელს იმუშავა, მაგრამ მომდევნო წელს ვეღარ იმუშავებს. "ბარსელონამ" ხელფასები უნდა შეამციროს. ეს კლუბი 500 მილიონზე მაღალი სახელფასო ხარჯით ცხოვრებას ვეღარ განაგრძობს. თუ ასე არ მოხდება, მაშინ კლუბისთვის ისევ 1/4-ის წესის დადგენა მოგვიწევს.
- ციტირებს ტებასის სიტყვებს Football Espana.
1/4-ის წესი ნიშნავს, რომ კლუბს ტრანსფერებზე შემოსავლების მხოლოდ 25%-ის დახარჯვის უფლება აქვს. ეს წესი აქტიურდება მაშინ, როდესაც კლუბი ლა ლიგის მიერ დაწესებულ სახელფასო ლიმიტს აჭარბებს.
ამჟამად "ბარსელონას" წლიური სახელფასო ხარჯი 650 მილიონ ევროზე მეტია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]