ანტუან გრიზმანი - ერნესტო ვალვერდეს ერთადერთი მოთხოვნა

ანტუან გრიზმანი - ერნესტო ვალვერდეს ერთადერთი მოთხოვნა

დღეს ერნესტო ვალვერდე "კამპ ნოუზე" ბრუნდება - ამჟამად, მეტოქის რანგში.

ბასკი სპეციალისტი "ბარსას" მთავარ მწვრთნელად 2017 წლის ზაფხულში დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ მისი მოსვლიდან მალევე, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ნეიმარი კატალონიური კლუბიდან წავიდა. 

Relevo-ს ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, ვალვერდეს ბრაზილიელი ვარსკვლავის შემცვლელის მოყვანა არასდროს მოუთხოვია. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ერნესტომ ითხოვა, ანტუან გრიზმანი იყო - გამოცდილ სპეციალისტს ფრანგი ძალიან მოსწონდა. 

საბოლოოდ, "ბარსელონამ" გრიზმანი 2 წლის შემდეგ შეიძინა, ვალვერდემ კი მისი გამოყენება მხოლოდ 6 თვით შეძლო.

ბასკი მწვრთნელი დაკავებული თანამდებობიდან 2020 წელს გაათავისუფლეს. მას "ბარსაში" ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა და ლა ლიგაში ერთ-ერთი დომინანტური მწვრთნელი იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ფიასკო ორჯერ, სწორედ ვალვერდეს ხელში განიცადა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #10 24 ოქტომბერი 2022 02:07
    0
    ციტატა: azulgerana
    კაი ტრენერი იყო თუმცა მაშინ გუნდი კიდე ძლიერი ფეხბურთელებით შედგებოდა არ დაგავიწყდეთ და როგორც არავის ყიდვას არ ითხოვდა ისე არაფერ დისციპლინას სთხოვდა არავის, ერთი დემბელე დააჩმორა და ეგ იყო ამასთან ერთად არცერთი ბარსას სკოლიდან არ ჰყავდა რომ დაეწინაურებინა არც გავი იქნებოდა დღეს და არც პედრი რომ არა კუმანი.

    კაი გაჩე ახლა პედრის კუმანს ნუ დააბრალებ და ვალვერდემ ფატი ამოწია ისე რო რამე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 24 ოქტომბერი 2022 01:05
    0
    კაი ტრენერი იყო თუმცა მაშინ გუნდი კიდე ძლიერი ფეხბურთელებით შედგებოდა არ დაგავიწყდეთ და როგორც არავის ყიდვას არ ითხოვდა ისე არაფერ დისციპლინას სთხოვდა არავის, ერთი დემბელე დააჩმორა და ეგ იყო ამასთან ერთად არცერთი ბარსას სკოლიდან არ ჰყავდა რომ დაეწინაურებინა არც გავი იქნებოდა დღეს და არც პედრი რომ არა კუმანი.
    --------------------
    THUGS
    messiiiiii
    სტუმარი [?]
    #8 23 ოქტომბერი 2022 22:00
    2
    ვალვერდე სეიტენი კუმანს და ჩავისაც ჯობდა მეგობარო.
    [?]
    #7 23 ოქტომბერი 2022 21:44
    3
    ციტატა: nika 54
    მშვენიერი გოლი ჩაუხვია ეხლახანს გრიზმანმა ბეტისს პირდაპირ კუთხურიდან.

    და ლენგლემ ასისტი მიითვალა :D

    რაც შეეხება ვალვერდეს, სულ მაგის გინება მესმის, აი სულ. იმ ცუდ პერიოდებში მეც ვაგინებდი და მეზიზღებოდა მაგრამ რეალურად, სულ რაღაც 2 გოლი რო გაეტანა, ორ სხვადასხვა თამაშში თითო, დღეს გუნდის ისტორიაში იქნებოდა ოქროს ასოებით. პეპის და ლუჩოს გვერდით, უკეთესი შედეგით მაგრამ ნაკლები სანახაობით. ვგულისხმობ ლევანტესთან რო შეგვეგდო, პირველი კაცი იქნებოდა ლა ლიგის წაუგებლად მომგები. ისტორია დაიწერებოდა ისეთი, რომელსაც სახელად ვალვერდე ერქმეოდა.
    და მეორე გოლი ლივერთან, 4-0 ზე ბოლო წუთზე. იმ წელს ტრიპლეტი ჯიბეში გვექნებოდა, ერნესტოს გააღმერთებდნენ, პეპს მიუჯდებოდა გვერდით. და შეიძლება ახლლაც ბარსაში ყოფილიყო :D რამდენად კარგი იქნებოდა ეგ თავად შეაფასეთ, მაგრამ ფაქტია რომ ორ გოლს ვალვერდე შეეძლო ბარსას ისტორიაში მინიმუმ მესამე საუკეთესო მწვრთნელად ექცია.
    ფანი [?]
    #6 23 ოქტომბერი 2022 20:44
    0
    Giorgi99,
    მართლა გჯერა რაღაც ჭ წყაროების ?
    Culé [?]
    #5 23 ოქტომბერი 2022 20:37
    0
    სიტის უნდა კვარაცხელიას ყიდვა, იქნებ ბარსამ გაახილოს თვალები. გვარდიოლამ დაინახა პოტენციალი. წარმოიდგინეთ რამდენი ქართველი დაუწყებდა ბარსას ბალეშიკობას.
    ფანი [?]
    #4 23 ოქტომბერი 2022 20:10
    8
    სეტიენს და კუმანს კი ჯობდა , ვალვერდე რო შუა სეზონში არ გაეშვათ ბაიერნთან ეგრე არ შევრცხვებოდით
    Culé [?]
    #3 23 ოქტომბერი 2022 20:03
    2
    ვალვერდე ლალიგასთვის კარგი იყო და ლიგიდან გამოვარდნასაც აპატიებდნენ, უბრალოდ გამოვარდნასაც გააჩნია. არ ვიცი რა აკლდა მაგრამ როგორც გემრიელ კერძს მარილი ისე იყო ვალვერდეს ამბავი. საბოლოოდ მაინც ბევრ მწვრთნელს ჯობია, უბრალოდ ჩვენ უკეთესი გვინდა. მარტო ლალიგა არაა ბარსასთვის საკმარისი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ოქტომბერი 2022 19:40
    3
    მშვენიერი გოლი ჩაუხვია ეხლახანს გრიზმანმა ბეტისს პირდაპირ კუთხურიდან.
    ფანი [?]
    #1 23 ოქტომბერი 2022 19:22
    3
    ისე რა მურტალია, რო გკითხონ კაცს, რომელი უარესია, ვალვერდე როგორც გამოვარდა ლიგებიდან ის თუ როგორც ჩავი ვარდება?! 🤔